primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

პორშეს სპორტული ავტომობილები 75-წლიან ისტორიას ითვლის - გლობალური ბრენდი საიუბილეო წელს Porsche Vision 357-ით ხვდება

  • ბიზნესი
  • 22.02.2023
  • 17:16
პორშეს სპორტული ავტომობილები 75-წლიან ისტორიას ითვლის - გლობალური ბრენდი საიუბილეო წელს Porsche Vision 357-ით ხვდება

1948 წელს ფერი პორშემ ოცნება აიხდინა და თავის გუნდთან ერთად შექმნა პირველი Roadster - Porsche 356. სწორედ აქედან იწყება ლეგენდარული ბრენდის წარმატების ისტორიაც. 2023 წელს კი სპორტული ავტომობილების მწარმოებელი 75 წლის იუბილეს აღნიშნავს და Porsche Vision 357-ის პროექტს წარადგენს. Porsche 357 გამორჩეული სპორტული ავტომობილია, რომელიც 718 Cayman GT4 RS-ის პლატფორმაზეა შექმნილი და 500 ცხენის ძალის სიმძლავრე აქვს.

ოლივერ ბლუმე, Porsche AG-ს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე: „ჩვენ მუდმივად ვმოგზაურობთ მომავალში, შთაგონების წყაროდ კი კვლავ ბრენდის ისტორია რჩება. პორშეს 75-წლიანი ისტორია - ეს არის პირველობის სურვილისა და ოცნებების ერთობლიობა. ჩვენ ვზეიმობთ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც შთაგონებას საკუთარი ოცნებებიდან იღებს“.

„Driven by Dreams“ - პორშეს 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად სპეციალური გამოფენა მოეწყო. ბრენდის სპორტული ავტომობილების ისტორიის შემაჯამებელი ექსპოზიცია ბერლინში „DRIVE. Volkswagen Group Forum“-ში გაიხსნა და 2023 წლის 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ოლივერ ბლუმე, Porsche AG-ს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე: „Driven by Dreams ბრენდის მთავარი არსია. სლოგანი კარგად ასახავს პორშეს ბრენდის უკან მდგარ, ყოველდღიურად მომუშავე ადამიანების მიდგომას. ისინი თავდაუზოგავად შრომობენ მომხმარებლების ოცნებების ასასრულებლად. ვამაყობთ ჩვენი მემკვიდრეობით, რადგან სწორედ მან განაპირობა პორშეს წარმატება. ჩვენს მემკვიდრეობას ინოვაციებსა და პროგრესს ვუკავშირებთ და ვცდილობთ, მუდმივად შევმატოთ არაჩვეულებრივი ახალი მომენტები პორშეს უნიკალურ ისტორიას“.

The Porsche Vision 357-ის პირველად ნახვა ბერლინში იქნება შესაძლებელი. მისი მეშვეობით Porsche-ს გუნდმა მონოლითური დიზაინი აწმყოში გადმოიტანა და წარმოგვიდგინა, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს დღეს ფერი პორშეს საოცნებო სპორტული მანქანა.

მაიკლ მაუერი, Style Porsche-ს ვიცე-პრეზიდენტი: „სრულყოფილი დიზაინი თავიდანვე პორშეს განუყოფელი ნაწილი იყო. Porsche Vision 357-ით გვინდოდა, განსაკუთრებული დაბადების დღის საჩუქარი შეგვექმნა. მისი დიზაინის შთაგონების წყარო მოდელი 356-ია. ეს პროექტი არის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შერწყმის მცდელობა. პროპორციები ისტორიულ მოდელს მოგვაგონებს, ხოლო დეტალები მომავლის ვიზუალიზაციაა“.

პორშე 911-ის 60 წლისა და Le Mans-ის 100 წლის იუბილე

წელს, პორშეს 75 წლის იუბილესთან ერთად, კიდევ ორი ღირსშესანიშნავი თარიღიც აღინიშნება: „პორშე 911“-ის წარდგენის სამოცი წლის იუბილე და „ლე-მანის 24 საათის“ რბოლის 100 წლისთავი. 1963 წლის სექტემბერში საერთაშორისო საავტომობილო შოუზე „პორშე 911“-მა ბრწყინვალე დიზაინითა და შეუდარებელი მართვის გამოცდილებით სამუდამოდ მოიგო სპორტული ავტომობილების მოყვარულების გულები.

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი რბოლის ორგანიზატორები კი „ლე-მანის 24 საათის“ 100 წლისთავს აღნიშნავენ. ყველა სპორტული ავტომობილის მწარმოებელი ოცნებობს, წარმატებას მიაღწიოს ლე-მანის 24-საათიან რბოლაზე. პორშე კი ამ რბოლის ყველაზე წარმატებული მონაწილეა. ის ერთადერთი ბრენდია, რომელსაც ლე-მანის არცერთი რბოლა არ გამოუტოვებია. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ 110-მდე შიდა და 19 საერთო გამარჯვება მოიპოვა.

--

Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად  „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge