png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ძირითადად საწოლშია, აქვს საერთო სისუსტე, კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის, ჩვენ ვეხმარებით, მაგრამ ეს ტკივილი რჩება - ექიმი სააკაშვილზე

  • კომენტარები
  • 22.02.2023
  • 13:34
ძირითადად საწოლშია, აქვს საერთო სისუსტე, კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის, ჩვენ ვეხმარებით, მაგრამ ეს ტკივილი რჩება - ექიმი სააკაშვილზე

20 რიცხვისთვის წონა იყო 67, 200 გრამი და მასის ინდექსი იყო 18, 2. გამოხატულია ზოგადი საერთო სისუსტე, საერთოდ საწოლშია პაციენტი, აქვს საერთო სისუსტე, კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის. ჩვენ ვეხმარებით, მაგრამ ეს ტკივილი რჩება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის.

„20 რიცხვისთვის წონა იყო 67, 200 გრამი და მასის ინდექსი იყო 18, 2. გამოხატულია ზოგადი საერთო სისუსტე, საერთოდ საწოლშია პაციენტი, აქვს საერთო სისუსტე, კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის. ჩვენ ვეხმარებით, მაგრამ ეს ტკივილი რჩება. ყველაზე სავალალო არის, რომ კვება რჩება არაბალანსირებული. არაბალანსირებული საკვებს იღებს და ირგებს. საკვების ათვისება ხდება ორგანიზმის მიერ.თუნდაც პირღებინება და გულისრევა იშვიათად დაფიქსირებულა ჩვენთან. ეს არაბალანსირებული კვება ჩვენ ძალიან გვიშლის ხელს. ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად ხდება პაციენტის მონიტორინგი ყოველკვირეულად, ჩვენ ვაკეთებთ მონიტორინგს სისხლის საერთო ანალიზის, ანთებითი მარკერების და სხვა ბიოქიმიური მაჩვენებლებისას. მოსალოდნელიც იყო, რომ უმნიშვნელოა ცვლილებები არის, მაგრამ ჩვენ ვახდენთ კორეგირებას. ჩვენ ავუხსენით პაციენტს, რომ უნდა მიიღოს სალათები. პაციენტს სჯერა, ვერ ვიტყვი რომ არ მომყვება და არ ითვალისიწნებს. ახლა გამოსწორდა ჰემოსტაზის მაჩვენებელი, მაგრამ ამ ფონზე ჰემოდინამიკური, რესპირატორული მაჩვენებლები რჩება სტაბილური, როგორც შემოსვლის დღიდან. დღემდე მიუხედავად მისი მდგომარეობისა, რჩება ნორმის ფარგლებში.

შემოდგომიდან სულ საუბარი მქონდა ცილოვანი დანამატების მიღებაზე, რადგან კუნთოვანი სხეულის ატროფიაც ჩანს, ვერაფრით ვითანხმებდით პაციენტს, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში შემოსვლისას, პირველ დღეებში დანამატს იღებდა. ერთი კვირის წინ კიდევ ერთხელ გვითხრა ენტერალურ კვებაზე უარი და ისევ დავაყენეთ ცილოვანი დანამატების მიღება. ცილოვანი დანამატების მიღებაზე გვითხრა თანხმობა, მაგრამ მერე შეწყვიტა. პაციენტი არის საღ აზრზე, კონტაქტში შემოდის თავისუფლად, ჩვენ არ გვაქვს უფლება ძალით რამე გავაკეთოთ. ოქტომბრამდე ეს პაციენტი იღებდა მრავალფეროვან საკვებს, იქ შედიოდა სუპები, ბუტერბროდი, კარაქი, ხიზილალა, თევზეული, მაგრამ ახლა ამას ვეღარ ვაღწევთ. მაშინაც არ იყო სრულყოფილი, მაგრამ მრავალფეროვანი ნამდვილად იყო. წონაში კლება მაშინაც იყო, მაგრამ ის იყო მისაღები“, – განაცხადა ექიმმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge