png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩვენს გუნდშიც იყვნენ ჯაშუშები, მათ ძალიან მძიმე როლი შეასრულეს სხვადასხვა ეტაპზე და დაგვაზიანეს - კობახიძე

  • კომენტარები
  • 23.02.2023
  • 09:24
ჩვენს გუნდშიც იყვნენ ჯაშუშები, მათ ძალიან მძიმე როლი შეასრულეს სხვადასხვა ეტაპზე და დაგვაზიანეს - კობახიძე

ჩვენს გუნდშიც იყვნენ ჯაშუშები, მათ ძალიან მძიმე როლი შეასრულეს სხვადასხვა ეტაპზე და დაგვაზიანეს, მაგრამ ყოველ ჯერზე მოვახერხეთ პრობლემებიდან სათანადოდ გამოსვლა,  - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ დიდ სახელმწიფოს აქვს ინტერესი, რომ პატარა სახელმწიფოში გარკვეული ტიპის ინტერვენცია განახორციელოს.

"ჯაშუშები არიან ქართულ პოლიტიკაში. საიდან არიან ისინი მართულები, ვინ არიან და ა.შ. ამას არ ვიტყვი. მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენს გუნდშიც იყვნენ თავის დროზე ასეთი ადამიანები და იყვნან ასევე ჯაშუშის ჯაშუშები ასე ვთქვათ, აგენტის აგენტები. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. დიდ სახელმწიფოებს, შეიძლება ეს დიდი სახელმწიფო იყოს ბოროტი, შეიძლება იყოს კეთილი - ბოროტი და კეთილი არც არსებობს დიდ პოლიტიკაში, მაგრამ ნუ... მათ აქვთ, ბუნებრივია, საკუთარი ინტერესები, ნებისმიერ დიდ სახელმწიფოს აქვს იმის ინტერესი, რომ პატარა სახელმწიფოში გარკვეული ტიპის ინტერვენცია განახორციელოს და რა თქმა უნდა, მათ შორის, ეს ხორციელდება ჯაშუშების მეშვეობით.

მარტო ინფორმაციის გატანაზე არაა საუბარი, მათ [ქართულ ოცნებაში მყოფმა ჯაშუშებმა] ძალიან მძიმე როლი შეასრულეს სხვადასხვა ეტაპზე და ძალიან დააზიანეს ჩვენი გუნდი სხვადასხვა ეტაპზე. მაგრამ ყოველ ჯერზე მოვახერხეთ პრობლემებიდან სათანადოდ გამოსვლა", - თქვა კობახიძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge