primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

102 წლის წინ, 23 თებერვალს ქართველი იუნკერები შეეწირნენ საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ძალებს

  • საზოგადოება
  • 23.02.2023
  • 10:25
102 წლის წინ, 23 თებერვალს ქართველი იუნკერები შეეწირნენ საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ძალებს

23 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციური ძალების წინააღმდეგ მებრძოლი და ამ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღე აღინიშნება

102 წლის წინ, 1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის შემოჭრით ქვეყანაში დაიწყო ხანმოკლე ომისა და ხანგრძლივი საოკუპაციო რეჟიმის პერიოდი.

საბჭოთა რუსეთის მიზანს საქართველოს დემოკრატიული მთავრობის დამხობა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ოკუპაციური, ბოლშევიკური რეჟიმის გავრცელება წარმოადგენდა. საბჭოთა რუსეთის მთავრობის მზაკვრული გეგმის თანახმად წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო არა როგორც დამპყრობელი, არამედ, როგორც მუშების და გლეხების მხარდამჭერი ძალა, იმ მუშების და გლეხების დაცავად, რომლებიც თითქოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას აუმხედრდა.

1921 წლის 11 თებერვალს, მოსკოვის ინსტრუქციების თანახმად, წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა. წითელარმიელების მასიური შემოტევა ქვეყნის ხუთი მხრიდან განახორციელა. ორი ძირითადი შეტევა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან , სამი დანარჩენი კავკასიონის მთებიდან და შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ განხორციელდა.

საქართველომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად წითელარმიელებს დაახლოებით 40-ათასიანი ჯარი დაუპირისპირა. მათთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ სახალხო გვარდია და რეგულარული ჯარის ნაწილები, გვარდიელები, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც სისხლი დაღვარეს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის.

განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინეს სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა - იუნკერებმა.

19-20 თებერვალს, კოჯრისა და ტაბახმელას მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათი დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიღუპა, მათ შორის იყო ახალგაზრდა სტუდენტი მარო მაყაშვილი, რომელიც წითელ ჯვარში მოხალისედ ჩაეწერა.

მარო მაყაშვილთან ერთად, დაიღუპნენ იუნკერები: ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, იოსებ ჯანდიერი.

სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი - ქალის დაღუპვა მძიმედ განიცადა ქართველმა საზოგადოებრიობამ, რაც აისახა იმდროინდელ პრესაში, მას ქართველი ჟანა დ’არკი უწოდეს. დაკრძალეს 23 თებერვალს, სამხედრო ტაძრის გალავნის შიგნით, კოჯორში დაღუპულ ქართველ იუნკერებთან ერთად, ოღონდ საპირისპირო, ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მხარეს.

2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

23 თებერვალს, ბოლშევიკურ რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული 21 იუნკერი სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში დაკრძალეს (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია, რუსთაველის გამზირზე).

24 თებერვალს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის დატოვების შესახებ.

25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ, იმავე დღეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა.

1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმი დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა.

დღეს, საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, საბჭოთა კავშირი და ყველა ის უბედურება, რაც 1921 წელმა მოიტანა, წარსულს ჩაბარდა, მაგრამ საბჭოთა პოლიტიკა ჩანაცვლებული რუსული პოლიტიკით, ისევ დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს. რუსეთს კვლავინდებურად ამოძრავებს უსაზღვრო ინტერესი, გაუმართლებლად გაზარდოს თავისი გავლენები კავკასიის რეგიონზე, მით უფრო საქართველოზე.

102 წლის შემდეგ, საბჭოთა რეჟიმის დამყარებიდან, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთი ოკუპანტია!

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge