primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

გაოცებული ვარ, რომ ვენეციის კომისიაში აგზავნიან, ,,გოს დუმაში“, და კიდევ,,სავეტ ფედერაციი“ რომ ჰქვია, იქ გაგზავნონ - ელისაშვილი ხალხის ძალის ინიციატივაზე

  • კომენტარები
  • 27.02.2023
  • 15:18
გაოცებული ვარ, რომ ვენეციის კომისიაში აგზავნიან, ,,გოს დუმაში“, და კიდევ,,სავეტ ფედერაციი“ რომ ჰქვია, იქ გაგზავნონ - ელისაშვილი ხალხის ძალის ინიციატივაზე

ცოტა გაოცებული ვარ, რომ ვენეციის კომისიაში აგზავნიან, რადგან უფრო სწორი იქნებოდა, გააგზავნონ ,,გოს დუმაში“, და ხომ არის კიდევ ზედა პალატა მაგათი პარლამენტის, ,,სავეტ ფედერაციი“ რომ ჰქვია, იქ გაგზავნონ.

ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ახლა მთელმა ოპოზიციამ უნდა მოინდომოს, რომ ეს კანონი პარლამენტში არ გავიდეს. ,,რა ვენეცია, რა ფლორენცია, თავისი არსით, შინაარსით ეს არის რუსული კანონი, თავიდან ბოლომდე, ახალიც და ძველიც. ეს არის რუსული წამოწყება, რუსული იდეა, რუსული ინიციატივა, შესაბამისად გააგზავნონ იქ, მარია ზახაროვების და მისთანების ქვეყანაში, მათ დაწერონ ექსპერტიზა და გამოაგზავნონ. ამ ხალხს არ უნდა ევროპაში ცხოვრება, ამათ უნდათ, რომ ვიყოთ რაღაც გუბერნია. ეს კანონი საქართველოს პარლამენტში არ უნდა გავიდეს, ეს არის ეროვნული ღირსების საკითხი, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული კანონი არ უნდა გავიდეს ქართულ პარლამენტში და მე, როგორც ერთ დეპუტატს რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. ყველამ უნდა მოვინდომოთ, ოპოზიცია არ უნდა მოეშვას, თუ რომელიმე პოლიტიკურ პროცესზე უნდა იყოს მღელვარება, ამ საკითხზე უნდა იყოს.

ახლა უნდა მოეშვან ბოიკოტობანას და ბუტიაობას, ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ, ეს საკითხი უნდა ჩავარდეს პარლამენტში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ კანონის მიღება. თუ ეს კანონი დამტკიცდა, გავფორმდებით, როგორც რუსეთის შემადგენელი ნაწილი, ეს რუსეთიდან ყურით მოთრეული და გადმოკოპირებული საკითხი არ უნდა გავიდეს“ _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. დეპუტატის განცხადებით, 24 თებერვლის აქციაზე ხალხი ორი მიზეზით გამოვიდა - უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა გამოეხატა და ხელისუფლებისთვის ეთქვა, რომ საქართველო აღარ გახდება რუსეთი.

,,რამდენიმე დღის წინ 10 ათასობით ადამიანი გამოვიდა ქალაქის ქუჩებში ორი რაღაცის გამო, ერთი რომ უკრაინელების თავგანწირვისადმი სოლიდარობა გამოეხატა, და მეორე იმის გამო, რომ ,,ქართულ ოცნებას“ უთხრას: საქართველო აღარასოდეს გახდება რუსეთი. რაც არ უნდა მოინდომონ, რაც არ უნდა ,,რეალ ნოვოსტებში“ წერონ, საქართველო აღარ იქნება რუსეთი, ყველანაირი პოლიტიკური შინაარსის რუსეთთან გვიცხოვრია, ცარისტულ რუსეთთან, ბოლშევიკურ რუსეთთან, ელცინის რუსეთიც გვჩაგრავდა, ზემოდან პუტინისაც. არ გვინდა, ეს არის დროს და ცივილიზაციას ჩამორჩენილი ხალხი, არ გვინდა ჩვენ მაგათთან ცხოვრება და ამის დასტური იყო, რომ 10 ათასობით ადამიანი გამოვიდა გულწრფელად, რომ ეს ორი რამ ეთქვა, უკრაინელების თავგანწირვისადმი სოლიდარობა გამოეხატა და რომ საქართველო აღარ გახდება რუსეთი. ზოგმა ეს ვერ გაიგო, ზოგს გონია, რომ თავისი პარტიის დაძახილზე გამოვიდნენ, ზოგს მოცლილი ეგონა ეს ხალხი, სინამდვილეში ეს იყო ძალიან მკაფიო სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომ რუსეთის სასარგებლოდ კოჭის გორებას არავინ დაუშვებს. სანამ ,,ქართულ ოცნებას“ ისე დაუმთავრებია, როგორც იანუკოვიჩმა დაამთავრა, მოეშვან ამ ყველაფერს და კარგად გაიაზრონ, რატომ იყო ეს ხალხი გამოსული“ _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge