png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით, სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს დემარში გადასცა

  • პოლიტიკა
  • 27.02.2023
  • 20:45
პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით, სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს დემარში გადასცა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, შვედეთის ელჩთან ერთად, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს დემარში გადასცა.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრმა მათ მიაწოდათ ინფორმაცია, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები უზრუნველყოს.

„შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, იუსტიციის მინისტრს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ოფიციალური დემარში მივაწოდეთ. მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ძალიან შეშფოთებული ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დემარში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერაა შეთანხმებული. წევრმა ქვეყნებმა ეს დემარში ბრიუსელში, ევროკავშირის 27-ვე წევრის მონაწილეობით შეათანხმეს. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი იუსტიციის მინისტრთან. ჩვენ წარმოვადგინეთ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ევროკავშირის პოზიცია და იუსტიციის მინისტრმა გვაცნობა, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ბრალდებულის და პატიმრის უფლებები უზრუნველყოს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge