სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- ეკონომიკა
- 09.03.2016
- 16:10
9 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 80 050 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 13,240 პროცენტით, მაქსიმალური 13,420 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 13,355 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 13,375 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200