png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კონცეპტუალური პროექტი ვაკეში - საქართველოს ბანკისა და კომპანია „შიფტის“ პარტნიორობით ახალი საცხოვრებელი კორპუსი შენდება

  • ბიზნესი
  • 28.02.2023
  • 10:42
კონცეპტუალური პროექტი ვაკეში - საქართველოს ბანკისა და კომპანია „შიფტის“ პარტნიორობით ახალი საცხოვრებელი კორპუსი შენდება

ქალაქის ცენტრალურ უბანში, მშვიდ გარემოში მოქცეული საცხოვრებელი, რომელიც მთაწმინდის ტყე-პარკსა და ძველ ვერას გადაჰყურებს - საქართველოს ბანკისა და  კომპანია „შიფტის“ პარტნიორობით შექმნილი კონცეპტუალური პროექტია, რომელიც მომხმარებელს მათ გემოვნებაზე მორგებულ ბინებს სთავაზობს.

გამორჩეული არქიტექტურისა და თანამედროვე დიზაინის საცხოვრებელი პროექტის ჯამური ღირებულება 850 000 აშშ დოლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 450 000 აშშ დოლარს შეადგენს.

„ჩვენი პარტნიორობით ქალაქს ახალი, ექვსსართულიანი, მონოლითური შენობა შეემატება, რომელიც თანამედროვე არქიტექტურით და დიზაინით გამოირჩევა. პროექტს უნიკალურს ხდის მასში გათვალისწინებული დეტალები: ბინები ორხრივი და ბუნებრივი განათებით, ოთახები მინა-აგურის კედლებით და ვინტაჟური ფანჯრებით, ასევე მაღალი ჭერით, ინდივიდუალური ეზოებითა და ფართე ვერანდებით, რომელიც სიმწვანეშია სრულად მოქცეული“, - ამბობს კომპანიის დირექტორი, გიორგი მჟავანაძე.

პროექტის მიხედვით, შენობა აღჭურვილი იქნება ჭკვიანი სახლის ფუნქციონალით, რომლის მეშვეობითაც სახლი მესაკუთრის ამოცნობას შეძლებს. მეპატრონეს კი ქსელში დაკავშირებული ნებისმიერი მოწყობილობით, სრული კონტროლი ექნება, რათა  დისტანციურად მართოს ჭკვიანი საცხოვრებელი და საერთო სივრცე.

კორპუსი მოიცავს, როგორც ავტოსადგომს, ასევე გამწვანებულ შიდა ეზოსა და ზამთრის ბაღს. შენობის კედლები უზრუნველყოფს ხმის და თბოიზოლაციის მაღალ დონეს. გამომდინარე იქედან, რომ შენობა სრულად მონოლითურია, სხვა კონსტრუქციებთან შედარებით, ის სეისმურად მდგრადია და გააჩნია ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა.

პროექტს ისიც გამოარჩევს, რომ ბინის შეძენის პროცესში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტით - „გარანტირებული შენაძენით“. პროექტი დეველოპერებისგან ბინის ყიდვის შემთხვევაში, მყიდველს უძრავი ქონების დაზღვევით უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რამე მიზეზით პროექტი დროულად ვერ დასრულდა, მომხმარებელს ბანკი ზარალს სრულად აუნაზღაურებს.

„საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესისა და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. სწორედ, ამიტომ შევქმენით ინოვაციური პროდუქტი - „გარანტირებული შენაძენი“, რომელიც ფიზიკური პირის მიერ დეველოპერებთან შეძენის ახლებურად დანახული პროცესია. ეს ერთი მხრივ, ბინის შეძენის მსურველს და მეორე მხრივ, დეველოპერულ კომპანიას უგვარებს უნდობლობისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების რისკს. ამით პროექტის მიმართ, მომხმარებლის მხრიდან იზრდება, როგორც სანდოობა, ასევე  დეველოპერულ კომპანიებს ეძლევათ გაყიდვების გაზრდის შესაძლებლობა.

„შიფტი“ საიმედო და გამორჩეული კომპანიაა, რომელიც ფუნქციურ, კონცეპტუალურ და ესთეტიკურ საცხოვრებელ კორპუსს ქმნის. მათთან თანამშრომლობით კი გვინდა მომხმარებლებისთვის არა მხოლოდ გამორჩეული და თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე შევქნათ, არამედ შევთავაზოთ მათ მეტი სანდოობა და კომფორტი“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ სალიაშვილი.

საქართველოს ბანკის „გარანტირებული შენაძენის“ შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: https://m.bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/insurance

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge