png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პუტინთან რომ ვინმეს შეეთვალოს ბოდიში, თუ მადლობა, ამის შესახებ არაფერი მსმენია - დავით უსუფაშვილი

  • კომენტარები
  • 01.03.2023
  • 18:00
პუტინთან რომ ვინმეს შეეთვალოს ბოდიში, თუ მადლობა, ამის შესახებ არაფერი მსმენია - დავით უსუფაშვილი

პუტინთან რომ ვინმეს შეეთვალოს ბოდიში, თუ მადლობა, ამის შესახებ არაფერი მსმენია, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ხათუნა სამნიძის განცხადებაზე, რომელშიც ამბობს: „2014 წელს ევროსაბჭოში ძალიან მკაცრი განცხადებებით გამოვიდნენ მაშინ „რესპუბლიკელები“, თინა ხიდაშელი და ლევან ბერძენიშვილი. ანტირუსული განცხადებები გააკეთეს, დაიცვეს უკრაინის ყირიმი, დონბასი. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ გვითხრა, „რესპუბლიკელებს“, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, რომ ისეთი მწვავე იყო ეს გამოსვლები, იძულებული გავხდი, შემეთვალა პუტინისთვის ბოდიშიო. დავით ბერძენიშვილს უთხრა,მე უფლება ავიღე, რომ ეს მეთქვა“.

დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ 2012-2016 წლებში რუსები იყვნენ ძალიან შეშფოთებულები „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ პოზიციებით.

„კარასინს ჰქონდა ნათქვამი, რომ ირაკლი ალასანია, მინისტრი ხიდაშელი, უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ფანჯიკიძე უფრო რადიკალურ პოზიციებს იკავებენ. ეს იყო ჩვენი პოლიტიკა, ღიად გაცხადებული და რუსებს ეს რომ არ მოსწონდათ, არ გვიკვირდა. რაც შეეხება ფორმატით ჩვენამდე მოღწეულ ინფორმაციას, ჩვენამდე ისიც აღწევდა, რომ აბაშიძე ამ საკითხებზე უმეტესად საკადრის პასუხს სცემდა კარასინს. რაც შეეხება იმას, რომ ვინმეს პუტინთან ბოდიში შეეთვალოს, თუ მადლობა, ამის შესახებ არაფერი მსმენია, ამ ტიპის საუბრის არც თანამონაწილე ვყოფილვარ და საერთოდ, პუტინთან ბოდიშის თემა გაუგებარი მოვლენაა.

ერთადერთი, მობოდიშების თემა მახსენდება არა რუსეთის და რუსეთის ლიდერს მიმართ, არამედ ეს ეხებოდა ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს საკითხს. საპარლამენტო ასამბლეაზე, უფლებების დარღვევის თაობაზე რეზოლუციას ჩვენმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა. მაშინ იყო ასეთი ნათქვამი, რომ არა რუსეთის, არამედ იმ ქვეყნის ლიდერთან მობოდიშება მოუწია ივანიშვილს ჩვენი პოზიციის გამო. მაშინ ითქვა, რომ ჩვენ ჩვენი პოლიტიკა გვაქვს და პოზიციონირება არ უნდა შევცვალოთ. ასამბლეაში რეზოლუციისთვის ჩვენი მხრიდან ხმის მიცემის შემდეგ, გამოთქმული იყო უკმაყოფილება არა რუსეთის, არამედ სხვა მეზობელი ქვეყნის მიმართულებით, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების, პრემიერის მხრიდან მობოდიშება მოჰყვა და ეს მე ვიცოდი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge