png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აღარ ვაღიარებ მედიად ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, როგორებიცაა „იმედი“, „პოსტვ“, „ალტ ინფო“ და სხვები მედიად, ყველა ვინც იქ მუშაობთ, იფიქრეთ, რომ ხართ რუსული პროპაგანდის დეკორაცია - ლომჯარია

  • პოლიტიკა
  • 10.03.2023
  • 19:21
აღარ ვაღიარებ მედიად ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, როგორებიცაა „იმედი“, „პოსტვ“, „ალტ ინფო“ და სხვები მედიად, ყველა ვინც იქ მუშაობთ, იფიქრეთ, რომ ხართ რუსული პროპაგანდის დეკორაცია - ლომჯარია

ვინც მარტო დარჩით მთელი დემოკრატიული სამყაროს პირისპირ და მხოლოდ ლავროვი, პესკოვი და მარგო სიმონიანიგიცავთ, მინდა, იცოდეთ, აღარ გეტყვით გამარჯობას, არასდროს დავდგები იქ, სადაც იქნებით თქვენც, თუ სადმე შემთხვევით გნახავთ, ძალიან მშვიდად გეტყვით, რასაც ვფიქრობ თქვენზე,  – ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

ნინო ლომჯარია ასევე აღნიშნავს, რომ მედიად აღარ აღიარებს ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, „იმედს“, „პოსტვ“, „ალტ ინფოს“.

„ჩემი დიდი პაპა, ბებიის მამა, ხევსური გიორგი ჭინჭარაული ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი ყოფილა. ის მოკლეს, თუმცა საფლავიც კი არ ვიცით მისი. ბებიამ მხოლოდ მაშინ გაამხილა ეს ამბავი შვილებთან, როდესაც ტელევიზორში გაიგო, ქაქუცა ჩოლოყაშვილი გმირად გამოცხადდაო. მეგონა, ცუდი მამა მყავდაო, რადგან მთელი ცხოვრება აგენტის, არამზადის და ბანდიტის შვილს მეძახდნენო. დედას ცხენზე თოკით აბამდნენ და ისე მიჰყავდათ ყოველდღე პოლიციას დასაკითხად და ჩვენ, შიშველი ბავშვები უკან მივსდევდით ტირილითო… მამის დატოვებულ ბიბლიოთეკას მთელი ბავშვობა ვწვავდით გათბობის მიზნითო. ოჯახში დიდ პაპაზე და ქაქუცაზე ჩურჩულით საუბრობდნენ, ამიტომ ბევრი არაფერი ვიცით მასზე.

ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა, ჩემო ნაცნობო დეპუტატებო „ქართული ოცნებიდან“, ვინც მიეცით ხმა იმას, რომ თქვენი მეგობრები, მეზობლები, ყოფილი კოლეგები, ნათესავები და ზოგისთვის ოჯახის წევრებიც კი აგენტებად და ქვეყნის მტრებად გამოგეცხადებინათ და ამით ისინი დევნისა და ტერორისთვის გაწირეთ…

ვინც მარტო დარჩით მთელი დემოკრატიული სამყაროს პირისპირ და მხოლოდ ლავროვი, პესკოვი და მარგო სიმონიანი გიცავთ…

მინდა, იცოდეთ, აღარ გეტყვით გამარჯობას, არასდროს დავდგები იქ, სადაც იქნებით თქვენც, თუ სადმე შემთხვევით გნახავთ, ძალიან მშვიდად გეტყვით, რასაც ვფიქრობ თქვენზე.

ასევე, აღარ ვაღიარებ ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, როგორებიცაა „იმედი“, „პოსტვ“, „ალტ ინფო“ და სხვები მედიად, ყველა ვინც იქ მუშაობთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ხართ ან ინსტრუმენტი, ან დეკორაცია რუსული პროპაგანდის.

მადლობა ყველას, ვინც საკუთარი მხარდაჭერა ღიად, ირიბად, გაუბედავად, გაბედულად თუ პირდაპირ დააფიქსირა რუსული კანონის წინააღმდეგ! ყველას მოგწვდებით და გეტყვით მადლობას! არ დაგვავიწყდებით“, – წერს ნინო ლომჯარია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge