png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში სასტუმრო Royal Tulip-ი გაიხსნა

  • ბიზნესი
  • 15.03.2023
  • 10:57
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში სასტუმრო Royal Tulip-ი გაიხსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესისა და სასტუმროების სექტორის აქტიური მხარდამჭერია. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით თბილისში, 5 ვარსკვლავიანი, 120 ნომრიანი სასტუმრო Royal Tulip-ი გაიხსნა. აღნიშნულ პროექტში ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 5 327 500 აშშ დოლარს შეადგენს.

სასტუმროში განთავსებულია, როგორც აუზი, რესტორნები, გასართობი და დასვენების სივრცეები,  ასევე სატრენაჟორო და საკონფერენციო დარბაზები.

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით წელს, თბილისში, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა შევძელით, რაც ძალიან გვახარებს. Royal Tulip ბაზარზე პირველად 1960 წელს გამოჩნდა და დღეს მსოფლიოს 41 ქვეყანაში, 1500-მდე სასტუმროთი არის წარმოდგენილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია, რომ ქვეყნების ჩამონათვალს საქართველოც შეუერთდა.

თბილისის სასტუმროში ვიზიტორებს დახვდებათ ყველა ის კომფორტი, რაც აუცილებელია კარგი დასვენებისთვის, განტვირთვისა თუ საქმიანი შეხვედრებისთვის“, - განაცხადა  სასტუმრო Royal Tulip-ის წარმომადგენელმა, შიშუ პალ ბურდაკმა.

“საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ჩვენთან პარტნიორობით თბილისს კიდევ ერთი მაღალი დონის სასტუმრო შეემატა. სასტუმრო 13 სართულს და 120 ნომერს მოიცავს, რომელიც ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. ბიზნესისა და სასტუმროების სექტორისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება, რადგან ეს კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი გალოგრემ.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge