primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

თუ იმ ქვეყნებს შევადარებთ, რომელთაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, საქართველო აბსოლუტურად ყველა მიმართულებით მოწინავეა -კახა კალაძე

  • კომენტარები
  • 17.03.2023
  • 14:38
თუ იმ ქვეყნებს შევადარებთ, რომელთაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, საქართველო აბსოლუტურად ყველა მიმართულებით მოწინავეა -კახა კალაძე

ევროკავშირის მიერ გაწერილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების დიდი ნაწილი საქართველოს ხელისუფლების მიერ, ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე, შესრულებულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საპირწონე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება ვერანაირად ვერ იქნება.

„წარმოდგენილია 12-პუნქტიანი გეგმა, თუმცა პარალელურად გვეუბნებიან, რომ სტატუსის მიღების საპირწონე ყოფილა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რომელიც ძალიან შეურაცხმყოფელი და ამაზრზენია. ადამიანს შეუძლია იკვებოს და მას არანაირი პრობლემა არ ექნება. დღეს მე და თქვენ რომ არ მივიღოთ შესაბამისი კალორიები და საკვები, იგივე მდგომარეობაში ვიქნებით - თქვენც დასუსტდებით და მერწმუნეთ, მეც. ამიტომ, ჭამოს და არანაირი პრობლემა არ შეექმნება. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მივყვებით 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს. მისი დიდი ნაწილი შესრულებულია, მიუხედავად იმისა, რომ პროცესში ოპოზიცია არ მონაწილეობს. თავიდანვეც არ მქონდა იმის ილუზია, რომ ისინი ამ ყველაფერში ჩაერთვებოდნენ. ეს ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია და ვაკეთებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ საქართველო რამდენიმე თვის წინ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ყველაზე მეტად იმსახურებდა.

„რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ქვეყანას აქამდე უნდა მიეღო სტატუსი. ერთადერთი ქვეყანა, იმ ქვეყნებს შორის, რომელიც გაკეთებული საქმეებითა და გადადგმული ნაბიჯებით, სტატუსს რეალურად იმსახურებდა, ეს იყო საქართველო. ევროკავშირისგან შესაბამისი დათქმები აქვთ იმ ქვეყნებსაც, რომელთაც წევრობის სტატუსი მიანიჭეს. ამიტომ ვამბობ: თუ იმ ქვეყნებს შევადარებთ, საქართველო აბსოლუტურად ყველა მიმართულებით მოწინავე იყო. თუ ვინმე იმსახურებდა სტატუსის მიღებას, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, რამდენიმე თვის წინაც, როდესაც უარი გვითხრეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არსებობს 12-პუნქტიანი გეგმა, ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ და შევასრულებთ, რათა სტატუსი მოგვანიჭონ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge