primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

წამება, ღირსების შემლახველი მოპყრობა, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრობლემები, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვები - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოზე

  • პოლიტიკა
  • 21.03.2023
  • 10:20
წამება, ღირსების შემლახველი მოპყრობა, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრობლემები, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვები - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიში 2022 წელს მოიცავს და მსოფლიოს 198 ქვეყანაში და ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ მდგომარეობას მიმოიხილავს, მათ შორისაა საქართველო.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა ისეთ ცნობებს, როგორიცაა წამება ან არაადამიანური მოპყრობა, სასტიკი ან ღირსების შემლახველი მოპყრობა; თვითნებური დაკავება ან დაპატიმრება; სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, ასევე გამოძიებები და სასამართლო დევნა, რომლებიც ფართოდ მიიჩნეოდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული; თვითნებური ან უკანონო ჩარევა პირად ცხოვრებაში; გამოხატვისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის ძალადობა და ძალადობის მუქარები ჟურნალისტების წინააღმდეგ; მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი გაერთიანებების თავისუფლებაში არსებითი ჩარევა; გაძევება; ასევე LGBTQI პირების წინააღმდეგ ძალადობის ან ძალადობის მუქარის დანაშაულები.

დოკუმენტში სერიოზულ პრობლემადაა მოხსენიებული საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა პრობლემურ გამოძიებებთან და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან ერთად. მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის პოლიტიკური პატიმრების შესახებ ქვეთავში საუბარია მთავარი არხის გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე.  სახელმწიფო დეპარტამენტი ნიკა გვარამიას საქმეს ასევე ეხება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონტექსტშიც.

დოკუმენტი მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც მოიცავს. ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყო დაკავებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და რომ სახალხო დამცველის არაერთ განცხადებაშია აღნიშნული, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია.

დოკუმენტის თანახმად, მთავრობის წარუმატებლობამ, სარწმუნო გამოძიება ჩაეტარებინა და გაესამართლებინა 2021 წლის ივლისის პრაიდის მარშის წინ ძალადობის ორგანიზატორები, ამ სამართალდარღვევების დაუსჯელობა გამოიწვია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ანგარიშვალდებულების ნაკლებობა ასევე გაგრძელდა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ პოლიციის არასათანადო ძალის გამოყენებისა და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის ქვეყნიდან გატაცებისა და გადაცემის საქმეებზე.

დოკუმენტში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში მოქალაქეთა უფლებრივ მდგომარეობაზე და ხაზგასმულია, რომ "რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლებამ ორივე რეგიონში დაუსჯელად ჩაიდინა ძალადობრივი დანაშაულები".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge