png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

იქ ჯოჯოხეთია - უკრაინული მედია ბახმუტიდან ფოტოებს ავრცელებს

  • მსოფლიო
  • 27.03.2023
  • 11:58
იქ ჯოჯოხეთია - უკრაინული მედია ბახმუტიდან ფოტოებს ავრცელებს

უკრაინული მედია ქალაქ ბახმუტიდან ფოტორეპორტიორების კონსტანტინ და ვლად ლიბეროვების ფოტოებს ავრცელებს. რუსული პროპაგანდის მიუხედავად, ციხესიმაგრე ბახმუტი გმირულად დგას.

როგორც libkos-ი Instagram-ზე წერს ოკუპანტები ბახმუტს ყველა შეიარაღებიდან უტევენ. ქალაქის ნაწილი მიწასთან არის გასწორებული, მაგრამ მისი დაცვა გრძელდება.

„უძლეველი ციხესიმაგრე, რუსული პროპაგანდის ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, დგას. და იქ ჯოჯოხეთია, ბახმუტს ბომბავენ ყველანაირი იარაღიდან, ქალაქი ცეცხლშია, ზოგიერთი რაიონი მთლიანად განადგურებულია“, -აღნიშნავენ ფოტორეპორტიორები.

უწყვეტი ცეცხლის მიუხედავად, ქალაქის დაცვა გრძელდება, ის მნიშვნელოვანია, როგორც მომავალი კონტრშეტევისთვის, ისე რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი დაცვისთვის.

რუსეთის ძალები ბახმუტის შტურმს განაგრძობენ, მაგრამ საბრძოლო შეტაკებები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. თუმცა იმის თქმა, რომ ოკუპანტები ნაკლებად უტევენ, ჯერ ნაადრევია. უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ საჭიროა მტრის მოქმედებების დეტალური ვერიფიკაცია და ანალიზი. შესაძლოა, რუსები ახდენდნენ რეზერვების შეცვლას.

ამ დღეებში ბრიტანეთის დაზვერვაში განაცხადეს, რომ ბახმუტზე  რუსების შეტევა თითქმის შეჩერებულია რუსული ჯარების გამოფიტვის გამო.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი ბახმუტის რაიონში რუსული ჯარის შეტევის სრული შეწყვეტის შესახებ. ქალაქი საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge