png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკრაინა რუსული ბოროტებისგან წელს უნდა გათავისუფლდეს - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 27.03.2023
  • 12:00
უკრაინა რუსული ბოროტებისგან წელს უნდა გათავისუფლდეს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა დაუჭირონ მხარი მეომრებს და მონაწილეობა მიიღონ მოხალისეთა შეკრებაში.

„არასწორი და უსამართლოა, როდესაც მოწინავე ხაზზე მყოფ ჩვენს მეომრებს უჩნდებათ გრძნობა, რომ ზურგში ბევრისთვის ომი უკვე დამთავრდა.

ახლა, ისევე, როგორც ერთი წლის წინმ არ შეიძლება ფიქრებით შორს იყო ომისგან, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი სამხედროების წყალობით რეალური საომარი მოქმედებები ნამდვილად გეოგრაფიულად შორს მიმდინაროებს ბევრისთვის. ახლაც, ისევე, როგორც ერთი წლის წინ, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ბევრი უკრაინელი ეხმარებოდეს სახელმწიფოს დაცვაში, ეხმარებოდეს მსოფლიო მხარდაჭერის მოგროვებაში ჩვენი გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა მოუწოდა ყველას, მხარი დაუჭირონ მეომრებს ყოველთვის, როდესაც ეს შესაძლებელია, ასევე შეძლებისდაგვარად მიიღონ მონაწილეობა მოხალისეთა შეკრებებში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვისაც აქვს საინფორმაციო გავლენა, მონაწილება მიიღოს საინფომაციო სამუშაოები, ეს ეხება არა მხოლოდ ჟურნალისტებს, ეს ეხება ყველას, ვისაც შეუძლია გაავრცელოს სიმართლე აგრესიის შესახებ“, -განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მსოფლიოს, როგორც ერთი წლის წინ, ახლაც ისეთივე ინტენსივობით უნდა ესმოდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გრძელდება.

„უნდა ესმოდეს, რომ ომი წელს უნდა დამთავრდეს, უკრაინა რუსული ბოროტებისგან წელს უნდა გათავისუფლდეს, ეს არის ცივილიზებული სამყაროს  საერთო ამოცანა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge