png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მილიონ ლარი იყო, რომ არ დაგვეწყო აღნიშნული პროგრამა, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოუწევდა 6 მლრდ 300 მლნ ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან - პრემიერი

  • პოლიტიკა
  • 27.03.2023
  • 12:00
2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მილიონ ლარი იყო, რომ არ დაგვეწყო აღნიშნული პროგრამა, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოუწევდა 6 მლრდ 300 მლნ ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან - პრემიერი

2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მილიონ ლარს შეადგენდა. კითხვა რომ დავსვათ, რომ არ დაგვეწყო ჩვენ აღნიშნული პროგრამა, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოუწევდა 6 მილიარდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, განხორციელდა ასევე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში ჯამში 80 000-ზე მეტმა პაციენტმა იმკურნალა და პროგრამის ღირებულება 3,5 მილიარდ ლარზე მეტი დაჯდა.

„ახლა მე მინდა კიდევ რამდენიმე შედარებითი მაგალითი მოგიყვანოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო იყოს ჩვენს მიერ ამ 10 წლის განმავლობაში განხორციელებული დადებითი ცვლილებები

როგორც მოგახსენეთ, 2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მილიონ ლარს შეადგენდა. კითხვა რომ დავსვათ, რომ არ დაგვეწყო ჩვენ აღნიშნული პროგრამა, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოუწევდა 6 მილიარდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან. ბანკებიდან უნდა აეღოთ სესხები და ა.შ. სახელმწიფოს მიერ გაღებული 7 მილიარდი ლარის დაფინანსების შედეგად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, ჩვენმა ხალხმა დაზოგა 6 მილიარდ 300 მილიონი ლარი ამ ათი წლის განმავლობაში. ასევე მინდა რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის თაობაზე, რომელიც ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, მისი გადაწყვეტილებით დაიწყო. ეს პროგრამაც შეიძლება ითქვას, იყო რევოლუციური. შედეგები არის თვალსაჩინო. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ. თითო პაციენტს, მოქალაქეს, ამ პროგრამით მკურნალობა დაუჯდებოდა 125 000 ლარი. პროგრამის ფარგლებში ჯამში 80 000-ზე მეტმა პაციენტმა იმკურნალა და პროგრამის ღირებულება 3,5 მილიარდ ლარზე მეტი დაჯდა. ჩვენ ეს პროგრამა განვახორციელეთ ამერიკულ კომპანია „გილიარდთან“ ერთად, რისთვისაც მე მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „გილიარდს“ და ამერიკის მთავრობას. ესეც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა აღმოჩნდა“, - განაცხადა პრემიერმა.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge