png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პრეზიდენტის განცხადებები საკმაოდ უხეში და დაუბალანსებელი იყო, ის ხშირად გადის საკონსტიტუციო უფლებამოსილებებიდან - ვოლსკი

  • პოლიტიკა
  • 28.03.2023
  • 16:46
პრეზიდენტის განცხადებები საკმაოდ უხეში და დაუბალანსებელი იყო, ის ხშირად გადის საკონსტიტუციო უფლებამოსილებებიდან - ვოლსკი

პრეზიდენტის განცხადებები საკმაოდ უხეში იყო, პარლამენტში მოსვლამდე მაინც შეეძლო, თავი შეეკავებინა, პარლამენტის ტრიბუნა საშუალებას მისცემს, თავისი დამოკიდებულება ჩამოაყალიბოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, პრეზიდენტი ხშირად საკონსტიტუციო უფლებამოსილებებიდან გადის.

„მიდგომათა დაპირისპირება სერიოზულად არის ექსპლუატირებული საზოგადოებაში, მედიასაშუალებებში და სპეკულაციის საგნად იქცა, მაგრამ თუ პოზიტიური მხრიდან შევაფასებთ პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლას, ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ჩვენი საზოგადოებისთვის, პოზიციები დაინახოს, ზუსტად შეაფასოს და ჩამოყალიბდეს, ინფორმაციული ბაზის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილებები, როცა არჩევნების დრო მოვა.

წინასწარი განცხადებები საკმაოდ უხეში, დაუბალანსებელი იყო და პარლამენტში მოსვლამდე მაინც შეეძლო, თავი შეეკავებინა თავისი ხედვების გახმოვანებისგან. პარლამენტის ტრიბუნა მას საშუალებას მისცემს, თავისი დამოკიდებულება ჩამოაყალიბოს პროცესების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ხშირ შემთხვევაში, პრეზიდენტი გადის საკონსტიტუციო უფლებამოსილებებიდან და ამ საკითხებთან მიმართებაშიც ალბათ საინტერესო იქნება სხვადასხვა მოსაზრების მოსმენა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge