primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

რამდენიც არ უნდა ქექოს „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ჩემს დაქვემდებარებულ საელჩოში ფინანსური ინსპექცია მიავლინა, ვერასოდეს ვერ ნახავს რაიმე მიზეზს დევნის დაწყებისთვის - სალომე სამადაშვილი

  • პოლიტიკა
  • 30.03.2023
  • 16:38
რამდენიც არ უნდა ქექოს „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ჩემს დაქვემდებარებულ საელჩოში ფინანსური ინსპექცია მიავლინა, ვერასოდეს ვერ ნახავს რაიმე მიზეზს დევნის დაწყებისთვის - სალომე სამადაშვილი

„ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ კულტურის სამინისტროსგან მეორედ მიმართვის შემდეგ მიიღო პასუხი ედმუნდ კალანდაძის ნახატთან დაკავშირებით გამოთხოვილ ინფორმაციაზე.

მისი თქმით, კულტურის სამინისტროს წერილიდან დგინდება, რომ ნახატი, რომელზეც თეა წულუკიანი საუბრობდა, ბელგიაში საქართველოს საელჩოს 1993 წელს გადაეცა და სამინისტროს წლების შემდეგ სამადაშვილმა აცნობა, რომ ნახატს ავტორის ხელმოწერა არ ჰქონდა.

„საზოგადოებას ალბათ ახსოვს, სექტემბერში წულუკიანმა დამადანაშაულა, რომ ბრიუსელში, ჩემს დაქვემდებარებულ საელჩოში ნახატი დაიკარგა. მან ბრალი დამდო, რომ ნახატის დაკარგვა დაკავშირებული იყო ჩემს საქმიანობასთან. კულტურის სამინისტროსგან ინფორმაცია გამოვითხოვე და წულუკიანი ვალდებული იყო, ჩემთვის ორ კვირაში გაეცა პასუხი, თუმცა პასუხი მოვიდა ექვსი თვის შემდეგ, მეორედ მიმართვის შემდეგ. მისი წერილიდან ვადგენთ – ნახატი, რომელზეც საუბარია, ბელგიაში საქართველოს საელჩოს 1993 წელს გადაეცა და მე სამინისტროს წლების შემდეგ ვაცნობე, რომ ნახატს არ ჰქონდა ავტორის ხელმოწერა, რომელსაც ერქვა, რომ იყო კალანდაძის ნახატი. ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე სამინისტროს. არ ვიცი, წულუკიანს რა ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ 1993 წელს პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი და მაშინ ბრიუსელში ელჩი ზურაბ აბაშიძე იყო. თუ წულუკიანს ამ ნახატის ბედი აინტერესებს, ვურჩევ, ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდეს და ჰკითხოს – 1993 წლიდან 2 000 წლამდე, როცა მან ეს ნახატები ჩაიტანა, რა დატოვა საელჩოში, რა იყო ბალანსზე. რამდენიც არ უნდა ქექოს „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ჩემს დაქვემდებარებულ საელჩოში ფინანსური ინსპექცია მიავლინა, როგორც კი პოლიტიკური აქტივობა დავიწყე და ეძებდნენ რაიმე მიზეზს დევნის დაწყებისთვის, ვერასოდეს ვერ ნახავთ რაიმე მიზეზს. თეა წულუკიანი კი არის რამდენჯერმე დამნაშავე „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებული სასამართლოს მიერაც კი თანამშრომლების უსაფუძვლოდ გათავისუფლებისთვის და ბიუჯეტს ასობით ათასი ლარი უჯფება ჯარიმების გასტუმრება. არაფერს ვამბობ ქართველი ხალხის განადგურებულ საუნჯეზე – გელათზე. აუცილებლად დადგება დრო, როცა პროკურატურა მისი საქმიანობით დაინტერესდება“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სალომე სამადაშვილი პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებულ საელჩოში დაკარგულ ნახატზე, რომლის ავტორიცაა ედმუნდ კალანდაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge