primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

შეუძლებელია დეპოლარიზაციაზე საუბარი, თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიზანმიმართულად კლავენ და არ აძლევენ საზღვარგარეთიდან ექიმებს მისი მონახულების უფლებას - თინა ბოკუჩავა

  • კომენტარები
  • 05.04.2023
  • 18:21
შეუძლებელია დეპოლარიზაციაზე საუბარი, თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიზანმიმართულად კლავენ და არ აძლევენ საზღვარგარეთიდან ექიმებს მისი მონახულების უფლებას - თინა ბოკუჩავა

ჩვენთან შეხვედრაზე თანამომხსენებლებმა ისაუბრეს იმაზე, რომ აუცილებელია გონივრული და დროული გამოსავლის პოვნა სააკაშვილის საკითხზე, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია, მოხდეს დეპოლარიზაცია. ამისთვის ანგარიშში კიდევ ერთხელ არის მოწოდება, რომ უცხოელ ექიმებს მიეცეთ საშუალება, მოინახულონ პრეზიდენტი სააკაშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, უცხოელმა ექიმებმა უნდა გააკეთონ შესაბამისი დასკვნები.

„ჩვენთან შეხვედრაშიც თანამომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ევროსაბჭოსთვის უზენაეს დებულებას წარმოადგენა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თანამომხსენებლებმა ევროსაბჭოდან ხაზი გაუსვეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ჰუმანიტარულ ბაზაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება. შეუძლებელია დეპოლარიზაციაზე საუბარი, თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიზანმიმართულად კლავენ და არ აძლევენ საზღვარგარეთიდან ექიმებს მისი მონახულების უფლებას. ეს ანგარიში იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლებამ და ოჯახმა მაქსიმალურად უნდა იმუშაონ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას. ოჯახის მხრიდან ვიცი, რომ არის სრული მზაობა, ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელს დაელაპარაკონ აღნიშნულთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადება გაავრცელეს. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოში ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას დროულად უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელი ექიმების შესვლა.

„ბატონი სააკაშვილის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლოს, დაეყრდნოს ნეიტრალურ, სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. მიუკერძოებელი უცხოელი ექიმების დასწრება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას და სააკაშვილის ოჯახს, სწრფად მიაღწიონ კონსენსუსზე დაფუძნებულ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფდა უცხოელი ექიმების დაშვებას, რომლებიც სააკაშვილის მკურნალობის დახმარებაში ჩართვისთვის მზად არიან“, – აცხადებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტით 27-29 მარტს იმყოფებოდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge