png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ქუჩაში ვართ გამოსასვლელები, ჩვენი ძმები, შვილები, ბაბუის თაობის ადამიანები იხდიან სასჯელს მექრთამე მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენით - თაკო ჩარკვიანი

  • პოლიტიკა
  • 06.04.2023
  • 17:46
ქუჩაში ვართ გამოსასვლელები, ჩვენი ძმები, შვილები, ბაბუის თაობის ადამიანები იხდიან სასჯელს მექრთამე მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენით - თაკო ჩარკვიანი

ქუჩაში ყველანი გამოსასვლელები ვართ. არ აქვს მნიშვნელობა, რა რიცხვი იქნება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ძმები, შვილები, ჩვენი ბაბუის თაობის ადამიანები ამ წამს იხდიან სასჯელს უსამართლოდ გასამართლებული მექრთამე მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენით, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

„მივმართავ პატიმრების ოჯახებს, ყურადღებით იყვნენ, ჩვენ ახლა ყურადღებით მუშაობა გვმართებს. საქმეები გადასახედია. არასდროს წინააღმდეგი არ მივდივარ საგამოძიებო კომისიის შექმნის, მაგრამ ეს საგამოძიებო კომისიები დროში იწელება. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ხელშია ადამიანთა ბედ-იღბალი. ეს ადამიანები გასამართლებული ჰყავთ ამ მექრთამე, კორუმპირებულ და უკვე დასანქცირებულ მოსამართლეებს. ამიტომ შემოვიტანე 10 თვის წინ კანონპროექტი საყოველთაო ამნისტიის შესახებ. ეს დოკუმენტი დასამუშავებელია.

ქუჩაში ყველანი გამოსასვლელები ვართ. არ აქვს მნიშვნელობა, რა რიცხვი იქნება. 9 აპრილსაც, როდესაც დამოუკიდებლობის დღეა და ეს არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის, ეკუთვნის ყველა იმ დაჩაგრულ პარტიას, ყველა მოქალაქეს, რომელმაც საკუთარ თავზე გადაიტანა მექრთამე მურუსიძის კლანის უსამართლობა. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ძმები, შვილები, ჩვენი ბაბუის თაობის ადამიანები ამ წამს იხდიან სასჯელს უსამართლოდ გასამართლებული მექრთამე მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენით.

მურუსიძეს როდესაც  ვაპროტესტებდი, ყოფილი ხელისუფლების დროს ის მურუსიძე რიგითი იყო, დღეს პირველი კაცი გახლავთ ამ კლანში. ამიტომ ვეღარ მიხდბა ისე, როგორც თქვენ გნებავთ. მშვიდად და წყნარად იფიქრეთ ხელისუფლების გადმობარებაზე. კიდევ ერთხელ არ აგაფეთქებინებთ საქართველოს კონსტიტუციას. ის ბიჭი კი არ უნდა იყოს დაკავებული, რომელსაც „მოლოტოვის კოქტეილის“ აფეთქებაზე მექრთამე მოსამართლეების განაჩენით ზის, არამედ თქვენ უნდა მოგეთხოვოთ პასუხი, ყოველდღე ნაღმს რომ დებთ და აფეთქებთ საქართველოს კონსტიტუციის. ეს არის კლანი. დასანქცირებულმა მოსამართლეებმა გაგვისამართლეს თაობები. სისტემა თავზე ჩამოლეწილია, რა საგამოძიებო კომისია უშველის ამას. ხელს ვაწერ, მაგრამ დროში იწელება. ამ დროს ადამიანები იხდიან სასჯელს ბინძური, კლანური და კორუმპირებული მოსამართლეების გამოტანილი სასჯელით. ამიტომ, დიდ შერიგებაზე ვიფიქროთ და საყოველთაო ამნისტია დიდი შერიგება იქნება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge