png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ელისო ბოლქვაძის დასმენის საფუძველზე, გაუუქმდა აკრედიტაცია სამ ჟურნალისტს, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ აღუდგეთ მათ საქმიანობის განხორციელების უფლება - "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები

  • პოლიტიკა
  • 07.04.2023
  • 14:28
ელისო ბოლქვაძის დასმენის საფუძველზე, გაუუქმდა აკრედიტაცია სამ ჟურნალისტს, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ აღუდგეთ მათ საქმიანობის განხორციელების უფლება - "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, თინა ბოკუჩავამ და ანი წითლიძემ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის გაუქმებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

დეპუტატების თქმით, შალვა პაპუაშვილის გამოცემული ბრძანება ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს - გააჩუმონ კრიტიკული მედია.

როგორც თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება არის დისკრიმიანციული და უკანონო, რომელიც ემსახურება კრიტიკული მედიის გაჩუმებას;

„საუკეთესო საბჭოურ სტილში, დღეს ელისო ბოლქვაძის დასმენის საფუძველზე, რომელიც გამოიწვია მის მიმართ კრიტიკულად დასმულმა კითხვამ კრიტიკული მედიის მიმართ, აეკრძალა ჟურნალისტური საქმიანობა და გაუუქმდა აკრედიტაცია სამ ჟურნალისტს, ესენია - თათია წოწონავა „მთავარი არხიდან“, რუსუდან დუმბაძე „ტვ პირველიდან“ და სოფო გოზალიშვილი „ფორმულადან“, ისევე როგორც მათ ოპერატორებს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ აღუდგეთ ჟურნალისტებს საქმიანობის განხორციელების უფლება და აკრედიტაცია პარლამენტში. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე მუშაობენ პარლამენტში, მათ შორის მაშინ, როდესაც ქალბატონი ელისო ბოლქვაძე საერთოდ არ იყო პოლიტიკაში და ბევრი სხვა „ქართული ოცნების“ დღევანდელი წარმომადგენელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მედიის წარმომადგენლები ხართ სრულიად სოლიდარული თქვენი კოლეგების მიმართ და თქვენც სავარაუდოდ გამოხატავთ თქვენს სოლიდარობას ამ სამი ჟურნალისტის და მათი ოპერატორების მიმართ. ჩვენ ჩვენის მხრივ მივმართავთ ოფიციალური წერილით პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ დაუყოვნებლივ აღუდგეს უფლებამოსილება სამივე ჟურნალისტს, ისევე როგორც მათ ოპერატორებს. ასევე მივმართავ სხვა პოლიტიკური პარტიების დეპუტატებს ხელი მოაწერონ აღნიშნულ წერილს, რადგან ეს არის დისკრიმინაციული და უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება კრიტიკული მედიის გაჩუმებას. კრიტიკულ მედიას ამგვარი რეპრესიებით ვერ გააჩერებს ხელისუფლება, ხოლო თავად კიდევ მიუახლოვდება დასავლეთის გადაწყვეტილებას, რომ გაფართოვდეს სანქციები, რომლის პირველი მაგალითი მოხდა გუშინ ოთხი მოსამართლის დასანქცირებით. კრიტიკულ მედიას ვერ გააჩუმებთ“. - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანი წითლიძემ კი თქვა, რომ ამ ბრძანების გამოცემას აქვს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივი და შალვა პაპუაშვილს მოუწოდა, რომ თუ არ გააუქმებს ამ ბრძანებას, მას ძალიან დიდი დისკომფორტი შეექმნება პარლამენტში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge