primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

„მაზდა ცენტრი თეგეტას“ საერთაშორისო აღიარება - კომპანიამ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო უკვე მეორედ მიიღო

  • ბიზნესი
  • 07.04.2023
  • 18:04
„მაზდა ცენტრი თეგეტას“ საერთაშორისო აღიარება - კომპანიამ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო უკვე მეორედ მიიღო

„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ 2022 წლის გაყიდვების ზრდის მაჩვენებლით საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მიიღო და იმ ათ ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებიც  ევროპის, აზიისა და აფრიკის მასშტაბით შეარჩიეს.

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალმა კომპანიამ გასულ წელს რეკორდულად ბევრი, 230 ავტომობილი გაყიდა და, 2021-თან შედარებით, გაყიდვები 100%-ით გაზარდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს წარმატება გუნდის თითოეული წევრის მიერ გაწეული უდიდესი შრომის შედეგია.

თათია ბოჭორიშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ გაყიდვების მენეჯერი: „საუკეთესო დისტრიბუტორის ტიტული ძალიან პრესტიჟული სტატუსია. „მაზდა ცენტრი თეგეტა“ საუკეთესო კომპანიებს შორის შეარჩიეს ევროპის, აზიისა და აფრიკის მასშტაბით. ამ შედეგს საერთო ძალისხმევით, მთელი გუნდის ჩართულობით მივაღწიეთ. ვფიქრობთ, ეს ჯილდო საამაყოა არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, რადგან სწორედ მაზდას საქართველოს წარმომადგენლობამ მიიღო საერთაშორისო აღიარება. მსგავსი გამარჯვებები კომპანიის თითოეულ თანამშრომელს დიდ მოტივაციასა და სტიმულს აძლევს, რათა უფრო მეტი შემართებითა და ენთუზიაზმით განაგრძონ შრომა მიზნების მისაღწევად“.

გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლის გამო, საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ პირველად 2020-ში მიიღო. კომპანია გაჩერებას არც წელს აპირებს. ამბიციურია 2023-ის გეგმები:  გაყიდვების მინიმუმ გაორმაგება და ახალი მოდელების დამატება. წელს „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს ორ ახალ ავტომობილს - CX60-სა და CX90-ს შესთავაზებს.

--

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge