png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვიღაცები პირდაპირ ქოცების მესიჯებზე სხდებიან, ამასობაში „რუსული ოცნება“, პროპაგანდისტული, სამთავრობო არხებით თავს ესხმის 9 აპრილის აქციას - ლევან ხაბეიშვილი

  • პოლიტიკა
  • 10.04.2023
  • 21:39
ვიღაცები პირდაპირ ქოცების მესიჯებზე სხდებიან, ამასობაში „რუსული ოცნება“, პროპაგანდისტული, სამთავრობო არხებით თავს ესხმის 9 აპრილის აქციას - ლევან ხაბეიშვილი

კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო კლანი რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება! რეალურად არსებობს ბიძინა ივანიშვილის ჯიხური - სახელად სასამართლო, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯოდმარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთები ხელისუფლების მესიჯებზე სხდებინ, ამასობაში კი „რუსული ოცნება“ რუსული პროპაგანდისტული, სამთავრობო არხებით თავს ესხმიან 9 აპრილის აქციას“.

“რეალური პრობლემა, ამ ქვეყნის მთავარი რუსული საფრთხე ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია მოკალათებული და გუშინდელი ჩვენი, ხალხის  მოთხოვნის პარალელურად დღეს კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო კლანი რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება! რეალურად არსებობს ბიძინა ივანიშვილის ჯიხური - სახელად სასამართლო. ამერიკის შეერთებული  შტატების, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად რუსული ოცნება აგრძელებს ჩვენი ქვეყნის რუსეთიზაციას და ყველა ახალი განცხადება ფაქტობრივად წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოს.  უმნიშვნელოვანესია კარგად გაიაზროს აბსოლუტურად ყველამ  ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხე და რეალური შრომა, ენერგია მიემართოს ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ.  უკიდურესად სამწუხაროდ გამოიყურება ყველა დაკარგული დრო, ენერგია რომელიც არ მიემართება რეჟიმის წინააღმდეგ და მეტიც რეალურად არის სასარგებლო და ხელის წამშველებელი რუსი ოლიგარქისთვის. 

ზოგს სალაპარაკო მისცემია, ზოგი ისევ "ექსპერტობს", ზოგს თავი შეფასების, მონიტორინგის სამსახურში ჰგონია, მხართეძოზე წამოწოლილები წამომდგარან ...  ვიღაცები პირდაპირ ქოცების, რუსული ოცნების მესიჯებზე სხდებიან. თავად რომ არ მოძრაობენ, არ მოქმედებენ, არ იბრძვიან, არ მუშაობენ ამ ფორმით ცდილობენ გამოჩნდნენ სატელევიზიო სივრცეში. ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიქრის - მათი არჩევანი და ნებაა.

რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ არის მზად სათანამშრომლოდ ყველასთან ვინც გადაწყვეტს, რომ მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და „რუსული ოცნების“ დასრულება - აბსოლუტურად უპირობოდ ვიბრძოლებთ ამ პრიორიტეტების ფარგლებში ხალხთან და სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად.

ამასობაში „რუსული ოცნება“, რუსული პროპაგანდისტული, სამთავრობო არხებით თავს ესხმიან 9 აპრილის აქციას. მსურს  ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს გადავუხადო მადლობა ვინც გუშინ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge