ქალი, რომელმაც ნიკოლ ფაშინიანის მიმართულებით ქოლგა ისროლა, გათავისუფლებულია
- მსოფლიო
- 11.04.2023
- 10:46
სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს მოქალაქემ ქოლგა ესროლა, – ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს. შემთხვევა ვაიოცძორის რეგიონში მოხდა.
სომხური მედიის ცნობით, სამუშაო ვიზიტისას, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში 47 წლის ქალმა ფაშინიანს ქოლგა ისროლა.
ქალი დააკავეს. დაიწყო გამოძიება პრემიერ-მინისტრის მიმართ ძალადობის მცდელობის ფაქტზე. ამ დროისთვის ქალი უკვე გათავისუფლებულია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200