primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

„ეკოსკოლელების გზავნილები“ - გარემოსდაცვითი კონკურსის მხარდამჭერი „თეგეტა გრინ პლანეტია“

  • საზოგადოება
  • 19.04.2023
  • 15:23
„ეკოსკოლელების გზავნილები“ - გარემოსდაცვითი კონკურსის მხარდამჭერი „თეგეტა გრინ პლანეტია“

„ეკოსკოლელების გზავნილები“ – კონკურსი, რომლის მიზანი გარემოსდაცვითი ცოდნის ამაღლება და ეკოაქტივიზმის წახალისებაა, სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვან გარემოსდაცვით აქტივობაში ჩაერთონ.

ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ინიციატივით შექმნილი ახალი გარემოსდაცვითი კონკურსის მხარდამჭერი „თეგეტა გრინ პლანეტია“.

კონკურსი „ეკოსკოლელების გზავნილები“, მნიშვნელოვანი ეკოლოგიური გამოწვევების შესაბამისად, ოთხ ძირითად სამუშაო თემას აერთიანებს. ესენია დანაგვიანების შემცირება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ნარჩენების შემცირება და გადამუშავება. მეოთხე სამუშაო თემა „თეგეტა გრინ პლანეტის“ სპეციალური ნომინაციაა, რომელიც სპეციფიკური ნარჩენების, კერძოდ, მეორადი საბურავების, საავტომობილო ზეთებისა და აკუმულატორების გადამუშავების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტა ჰოლდინგი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციაა, რომლისთვისაც გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გასულ წელს სწორედ ამ მიზნით ჰოლდინგს კიდევ ერთი შვილობილი ორგანიზაცია Tegeta Green Planet შეემატა. ვფიქრობთ, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და გვიხარია, რომ ეკოკონკურსის მხარდაჭერით შესაძლებლობა მოგვეცა, საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმე გავაკეთოთ. კონკურსის მხარდაჭერის მთავარი მიზანია, საზოგადოებას გავაცნოთ ის გამოწვევები, რასაც კონკრეტული ნარჩენები იწვევს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საფრთხისგან თავის არიდებაში“.

ეკოკონკურსი 7 აპრილს, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღეს დაიწყო, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია საზოგადოებისთვის იმის შესახსენებლად, რომ ეკოლოგიური პრობლემები მჭიდრო კავშირშია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასთან. კონკურსის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები  ისეთი მანიშნებლების შექმნაში მონაწილეობენ, რომლებიც ჩვენს თანამოქალაქეებს აუცილებელ გარემოსდაცვით ქმედებებზე მიანიშნებს.

ელენე ლოლაძე, ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენი ორგანიზაციის  ერთ-ერთი ძირითადი სამუშაო თემა გარემოსდაცვითი საკითხების ირგვლივ ახალი თაობის ცოდნის გაზრდა და ამ კუთხით მათი გააქტიურებაა. სწორედ ამ მიზნით უკვე მესამე წელია, საქართველოში ვნერგავთ ეკოსკოლების მსოფლიო პროგრამას. საერთაშორისო გამოცდილება ნათლად გვაჩვენებს, რომ მიზნის მისაღწევად, გარემოსდაცვითი ცოდნის გადაცემასთან ერთად, მნიშვნელოვანია საინტერესო პროექტებისა და აქტივობების შექმნა, რომლებიც ახალგაზრდებს უბიძგებს, იფიქრონ გარემოსდაცვით საკითხებზე, მეტი ინფორმაცია მოიძიონ და პრობლემების გადაჭრის გზები შემოგვთავაზონ. გვიხარია, რომ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში სულ უფრო მეტი კერძო კომპანია ერთვება, რადგან ძალების გაერთიანებით შესაძლებელია, უფრო ფართო აუდიტორიას დავანახვოთ გარემოსდაცვითი ქმედებების აუცილებლობა“.

კონკურსში „ეკოსკოლელების გზავნილები“ მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლეს ინდივიდუალურად. ამისთვის მათ 15 მაისამდე უნდა გაგზავნონ სამუშაო თემებთან დაკავშირებული სლოგანები, რომლებიც მარტივად შეიძლება იქცეს საგზაო მანიშნებლად. საუკეთესო გზავნილების ავტორები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.

--

თეგეტა გრინ პლანეტი:    ,,თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაცია 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა და ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას/რეციკლირებას, პროდუქტის უტილიაზაციას და მის სასიცოცხლო ციკლის ბოლომდე მიყვანას ახორციელებს. უსარგებლო ნარჩენების რეციკლირების იმ ობიექტებს გადაეცემა, რომელთაც შესაბამისი საქმიანობის ნებართვა აქვთ.

ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სკოლის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცოდნისა და უნარების განვითარებაა. სწორედ ამიტომ 2020 წლიდან  ორგანიზაცია გახდა საერთაშორისო გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) ადგილობრივი წარმომადგენელი, რომელთან თანამშრომლობითაც საქართველოში ინერგება ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამა. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან, გარემოსდაცვითი  ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge