png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თაღლითური სქემა - რომან გოცირიძე 50 თეთრიანებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

  • საზოგადოება
  • 10.03.2016
  • 12:03
თაღლითური სქემა - რომან გოცირიძე 50 თეთრიანებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

სხვადასხვა სოციალურ ქსელში და ცალკეულ ინტერნეტსაიტეზე ატეხილ აჟიოტაჟს, 50 თეთრიანების მაღალ ფასად შეძენის თაობაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე გამოეხმაურა.

გოცირიძე აცხადებს, რომ ეს არის თაღლითების მიერ წამოწყებული პროცესი.

„ვიღაც თაღლითები ხალხს ატყუებენ და ამას არა აქვს ჯერ კიდევ დიდი მასშტაბი შეძენილი, მინდა დროზე გამოვხატო ჩემო პოზიცია. ეს ეხება 50 თეთრიანების საკმაოდ ძვირად შეძენის ფაქტებს, იმის იმედად, რომ შემდგომ გაცილებით ძვირდ გადაყიდონ.
50 თეთრიანი არის ყველაზე იაფი შენადნობებისაგას-სპილენძისა და თუთიისაგან დამზადებული მონეტა. მას არა აქვს რაიმე განსაკუთრებული დამცავი ნიშანი, გარდა მასზე ამოტვიფრული სურათებისა. მისი გაყალბება იყო ელემენტარული, ამიტომ ათეულ ათასობით ყალბი ფული გაჩნდა მიმოქცევაში. ნამდვილისაგან მისი გარჩევა თითქმის შეუძლებელი იყო. როგორც შემდეგ გავარკვიეთ, მისი ამოცნობა ყველაზე კარგად შეეძლოთ "მარშრუტკის" მძღოლებს. ხელში დაჭერისას გრძნობდნენ სხვაობას ორიგინალსა და თვითნაკეთს შორის წონის მიხედვით. გადავწყვიტეთ, რომ პარალელურ ბრუნვაში გაგვეშვა ახალი, ყოველმხრივ დაცული ახალი 50 თეთრიანი და მიმოქცევიდან ძველების ამოღების შემდეგ ისინი კვლავ არ ჩაგვებრუნებინა უკან. დღეისათვის უდიდესი ნაწილი ამოღებულია. ამიტომ, მისმა იშვიათობამ თაღლითებში გააჩინა იდეა, რომ შეექმნათ აჟიოტაჟური მოთხოვნა და შემდეგ საკუთარ მარაგებში არსებული მონეტები ათმაგად და ასმაგად გაეყიდათ. სწორედ ამ პროცესის საწყისი ეტაპის მომსწრენი ვართ ახლა”, - აცხადებს რომან გოცირიძე.
მისი თქმით, 50 თეთრიანის სწრაფად შეცვლას გულდასდაწყვეტი შედეგიც მოჰყვა.

“გაქრება მასზე გამოსახულია XI საუკუნის სამთავისის ტაძრის ფასადზე განთავსებული გრიფონის რელიეფური გამოსახულება. სამწუხაროდ, მაშინ პრიორიტეტი სხვა რამ იყო. იმედია, მომავალში დიზაინის ეს ელემენტი კვლავ აღდგება ქართულ ხურდა ფულზე”, - აცხადებს გოცირიძე.

იგი ასევე აფრთხილებს მოსახლეობას სავარჯიში გირებთან დაკავშირებული თაღლითობის შესახებ.
„სადღაც წავიკითხე, რომ ძველ საბჭოთა სავარჯიშო გირებს იბარებენ დიდ ფასადო. თურმე პლატინა ურევია მცირე ოდენობით ეს უკვე უფრო დიდი, პოსტსაბჭოთა სივრცეზე დატრიალებული აფიორაა. არ ენდოთ!
ზოგადად, არ ენდოთ, რაც ეკონომიკაში ყველაზე ადვილად მისღწევი მოგეჩვენებათ. სწორედ ეს ქმნიდა საფრთხეებს მთელი ისტორიის მანძილზე და დღემდე ვერ განთავისუფლებულა კაცობრიობა ამ ილუზიისაგან”, - აცხადებს გოცირიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge