png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი კომპანია „აგროკომთან“ პარტნიორობით მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს დამატებით მომსახურებას სთავაზობს

  • ბიზნესი
  • 21.04.2023
  • 10:52
საქართველოს ბანკი კომპანია „აგროკომთან“ პარტნიორობით მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს დამატებით მომსახურებას სთავაზობს

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი აგროსექტორის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კომპანია „აგროკომთან“ პარტნიორობით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს აგროსექტორის მიმართულებით კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს და მათ საჭიროებებზე მორგებულ  მომსახურებას შესთავაზებს.

კომპანია „აგროკომი“ სოფლის მეურნეობის სექტორში საკონსულტაციო მომსახურებას 2008 წლიდან ეწევა. ძირითადი მიმართულებებია: ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვა, ფერმერულ მეურნეობებში კონსუტაციების გაწევა, მეხილეობის, მებოსტნეობის, მევენახეობის და მემარცვლეობის განვითარება.

კომპანია ასევე ახორციელებს  აგრო-ბიზნეს ტრენინგებს შემდეგი მიმართულებით:  აგრო-ბიზნეს გეგმების შედგენა; კონსულტაციები საირიგაციო საკითხებთან დაკავშირებით; ბაღების გაშენება და დაგეგმარება; სხვადასხვა კულტურების ჯიშების და ნერგების ხარისხების შერჩევა; კონსულტაციები სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის შესახებ; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შერჩევა და სწორი ექსპლუატაცია.

„კონსულტაციებიდან და ტრენინგებიდან გამომდინარე ფერმერების და ორგანზაციების მხრიდან ხშირად ჩნდებოდა შეკითხვები, თუ სად შეიძლებოდა ამა თუ იმ ტექნიკის ან პროდუქციის შეძენა, რომელიც უზრუნველყოფდა ფერმერული მეურნეობების სწორ და წარმატებულ განვითარებას და საწარმოო ციკლის უწყვეტი ჯაჭვის შექმნას. აქედან გამომიდარე კომპანიამ 2011 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო სხვადასხვა სერვისების და პროდუქტების დამატება, რომელიც აუცილებელია ინტენსიური მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“, - აღნიშნავს კომპანია „აგროკომის“ დირექტორი, ირაკლი მერკვილიშვილი.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია აგროსექტორის მხარდაჭერა, რადგან ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება აგრომიმართულებით ის სიღრმისეული ცოდნა, რაც ფერმერს საქმიანობის სწორად წარმართვისთვის სჭირდება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ ჩვენი მხარდაჭერითა და პარტნიორი კომპანიების დახმარებით, რომლებმაც წლების განმავლობაში დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვეს, მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს კვალიფიციური კონსულტირების შესაძლებლობა მივცეთ, შევთავაზოთ დამატებითი მომსახურება. აღნიშნული ინივიაცივა ბიზნესს მისცემს ბიძგს, აგრომიმართულებით აკეთოს მეტი, დაეხმაროს და ასწავლოს სხვებს და გაზარდოს ქვეყანაში აგრო პროდუქტების წარმოება. ეს ხელს შეუწყობს სოფლის-მეურნეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის აგრო პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე.

ცნობისთვის, „აგროკომი“ მსოფლიოში ცნობილი სასოფლო-სამეურნეო გლობალური კომპანიებისა და ბრენდების ოფიციალური პარტნიორი და დისტრიბუტორი კომპანიაა საქართველოში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge