png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ყველასგან ვითხოვთ სამართლიანობას, მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც კეზერაშვილს დევნილ მედიამფლობელად მოიხსენიებდნენ, ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი- კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 21.04.2023
  • 17:52
ყველასგან ვითხოვთ სამართლიანობას, მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც კეზერაშვილს დევნილ მედიამფლობელად მოიხსენიებდნენ, ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი- კობახიძე

ყველასგან ვითხოვთ სამართლიანობას, მათ შორის კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც კეზერაშვილს დევნილ მედიამფლობელად მოიხსენიებდნენ. ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი, -  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ეს არის სისხლიანი ფული, რომელიც მას ნაშოვნი აქვს ბიზნესის რეკეტის ხარჯზე, ჯარის გაძარცვის ხარჯზე და ახლა უკვე ევროპელი პენსიონრების გაძარცვის ხარჯზე. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების მიმართ ევროპელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ასეთ აქტებზე ჩვენ ყოველთვის ძალიან მკაცრი რეაქცია გვექნება. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა ფორმით ფულს იღებენ კეზერაშვილისგან, იქნება ეს ხელფასის, თუ ნებისმიერი სხვა ფორმით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის მორალთან პირდაპირ დაკავშირებული. ეს ყველაფერი ნიშნავს ერთგვარ კომპრომისს მორალთან, რაც ჩვენთვის ბუნებრივია, მიუღებელია და ყველას გვინდა, ეს შევახსენოთ.

კეზერაშვილმა თავადვე არაერთგზის აღიარა, რომ ის აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას. ეს არის თვითონ „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები. აქ ჰქონდათ აღიარებითი ჩვენებები „გირჩს“ და სხვა დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიებს. ისინი არიან ყველა ერთად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ის აფინანსებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იგივე რადიკალურ ოპოზიციას. გარდა ამისა, მან ისაუბრა მედიასაშუალებების დაფინანსებაზე. ყველამ იცის, რომ ის აფინანსებს „ფორმულას“, ასევე ბოლო დროს აფინანსებს „მთავარ არხს“ და ამასთან დაკავშირებითაც ცნობილია ინფორმაციაც. ის საუბრობს ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებაზე. აქაც ყველამ ვიცით, ვინ არიან ეს ორგანიზაციები, რომელთა მიმართულებითაც მიედინება კეზერაშვილის სისხლიანი, კორუმპირებული ფული. ეს იყო მისი აღიარებითი ჩვენება და საზოგადოებამ აქედან უნდა გამოიტანოს დასკვნები. ერთი პლიუსი აქვს ამ ყველაფერს, მის მიერ საქართველოდან მოპარული ფული გარკვეული ფორმით ბრუნდება საქართველოში, თუმცა დანარჩენს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი უნდა იყოს კეზერაშვილის მხრიდან საკუთარი კორუფციით ნაშოვნი ფულის ჩადება, ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში ამა თუ იმ ფორმით“, - განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge