primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

„ახალ საირმეში“ იტალიური სამზარეულოს მასტერკლასები დასრულდა

  • საზოგადოება
  • 02.05.2023
  • 19:17
„ახალ საირმეში“ იტალიური სამზარეულოს მასტერკლასები დასრულდა

შეფმზარეულების ინტენსიური გადამზადების კურსი „ახალ საირმეში“ წარმატებით დასრულდა. 29 აპრილს მასტერკლასებში მონაწილე 20 მოქმედ შეფს სერტიფიკატები გადაეცა. იტალიური სამზარეულოს მასტერკლასებს მიშლენის ყველაზე ახალგაზრდა შეფი მატეო სივერო და გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ს პრეზიდენტი ჯოვანი ტუჩი უძღვებოდნენ.

მასტერკლასები, რომლებიც აგებული იყო იტალიურ სამზარეულოზე, მოიცავდა  როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე რეცეპტებს. მიშლენის შეფის, მატეო სივეროს მასტერკლასების ფარგლებში, მონაწილეებმა მოლეკულური სამზარეულოს ტექნიკები შეისწავლეს.

გურამ ბაღდოშვილი, შეფი, „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ თანადამფუძნებელი: „მიშლენის შეფების მასტერკლასები ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონში ინდუსტრიის განვითარებისათვის. საქართველოსთვის უპრეცედენტოა, როდესაც თავად მიშლენის შეფებმა ჩაატარეს ტრენინგები და ეს დიდი მოტივაცია იყო მონაწილეებისთვისაც. შეფებმა, რომლებმაც ეს კურსი გაიარეს, მიიღეს უნიკალური გამოცდილება, რომელიც შესაძლებლობას მისცემთ, ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროში დაიმკვიდრონ თავი“.

მასტერკლასები „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიამ“ DMO იმერეთთან პარტნიორობით განახორციელა. პროექტის ფარგლებში DMO-ს თანადაფინანსებით 15 შეფი გადამზადდა იმერეთის რეგიონიდან.

მარიამ დევიძე, DMO იმერეთის ხელმძღვანელი: „მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, იტალიური სამზარეულოს ტექნიკები პროფესიონალი იტალიელი შეფებისგან შეესწავლათ. ეს ნიშნავს, რომ უკვე დღეს შეგვიძლია მივიღოთ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტი ჩვენს რესტორაციებში, რაც, რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში. ვფიქრობ, ეს წარმატებული თანამშრომლობა „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიასთან“ მომავალშიც გაგრძელდება“.

მოწვეული შეფების მასტერკლასებს შორის მზარეულებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა „ახალი საირმის“ შეფმა კახა ციკოლიამ,  რომელსაც იტალიაში ცხოვრებისა და მუშაობის 15-წლიანი სტაჟი აქვს.

„საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია“ 2019 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები არიან: ბიზნესმენი თემურ კოხოძე, Hospitality Management Institute-ის დამფუძნებელი მანანა უგულავა და შეფი გურამ ბაღდოშვილი. 2020 წელს აკადემიამ სწავლების უფლება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან 4 მიმართულებით მოიპოვა.

სასწავლო პროგრამები ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: სასტუმრო ოთახების მართვა, სასტუმრო საქმის მარკეტინგი და გაყიდვები, კვება და სასმელები, „სუ-შეფი“. სწავლება პრაქტიკული და თეორიული ნაწილისგან შედგება და და მას უძღვებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინსტრუქტორები.

2020 წელს „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიამ“ შვეიცარიულ მასპინძლობის სკოლა SHL-თან დაიწყო თანამშრომლობა, რამაც აკადემიის სტუდენტებს საერთაშორისო გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მისცა. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა პროფესიული გადამზადების პროგრამა „სასტუმროს ოთახების მართვა“.

მიშლენის შეფების მასტერკლასი მორიგი პროექტია რეგიონის სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებისთვის, რომელიც „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ ორგანიზებით ხორციელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge