png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თეა წულუკიანი: ვიზების მოძიების გარეშე, ვიმოგზაუროთ ევროკავშირის ქვეყნებში

  • პოლიტიკა
  • 10.03.2016
  • 12:37
თეა წულუკიანი: ვიზების მოძიების გარეშე, ვიმოგზაუროთ ევროკავშირის ქვეყნებში

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროკომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებას მიესალმა და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„მინდა, მივულოცო ევროკავშირის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანას. ასევე, მინდა, მივულოცო ეს გადაწყვეტილება ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომლებიც ქვეყნის გარეთ იმყოფებიან და სჯერათ, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა მათ კავშირს და ურთიერთობას ჩვენს სამშობლოსთან კიდევ უფრო მარტივს გახდის. მე არ შემიძლია დღეს, ამ ისტორიულ მომენტში, არ გადავუხადო მადლობა ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომლებიც ბევრი თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმისთვის, რომ დამდგარიყო ეს შედეგი. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც, მაგალითად, დგას სკანერის მანქანებთან, იმისთვის, რომ ჩვენი დოკუმენტები და საბუთები მოაწესრიგონ; ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ბეჭდავენ და ქმნიან უსაფრთხო დოკუმენტებს, იმისთვის, რომ საზღვრის გახსნისთანავე ჩვენ შევძლოთ უვიზოდ ევროკავშირის ქვეყნებთან მიმოსვლა; ესენი არიან ყველა ის ადამიანი, ვინც ქმნიდა კანონებს − მიგრაციის სპეციალისტები, მოქალაქეობის სპეციალისტები, საჯარო მოხელეები, ვინც თამასა ჩვენი მთავრობის მუშაობის პირობებში ძალიან მაღლა ასწია და მაღალი ევროპული სტანდარტის კანონები, მათ შორის, მიგრაციის სფეროში, შემოიტანა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად. ეს არის კოლექტიური ძალისხმევის შედეგი.

მე მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი სამართალდამცველების ძალისხმევას ამ დიდი წარმატებისათვის, რადგან მათ თავიანთი პროფესიონალიზმით დაარწმუნეს ევროპელი კოლეგები, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც უვიზო მიმოსვლის პირობებში შევა ევროპაში, იქნება კანონმორჩილი მოქალაქე. და აი, აქ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი ყურადღებით: რომ, როდესაც საზღვარი გაიხსნება, ჩვენ არა მარტო საკუთარი თავი და ოჯახები, არამედ ქვეყანაც არ შევარცხვინოთ, რადგან ევროკავშირის ქვეყანაში შესვლა ნიშნავს ევროკავშირში მოქმედი კანონების განუხრელად დაცვას და აქაური წესების პატივისცემას.

მე ძალიან დიდი სიხარულით მინდა, ასევე, მივულოცო გუშინდელი შედეგი ყველა თაობის ქართველ დიპლომატს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რადგან სწორედ აი, ამ ეპოქიდან ჩვენი დიპლომატები დღემდე მუშაობდნენ იმისთვის, რომ დამდგარიყო ეს წარმატება.

გუშინდელი დღე ნიშნავს, რომ ჩვენ რამდენიმე დღეში უკვე ხელშესახები იმედი გვაქვს იმისა, რომ საზღვრები გაიხსნება; რომ ჩვენ შევძლებთ, მოკლევადიანი მიზნებით − იქნება ეს ტურიზმი, საზაფხულო სკოლა, ახლობლების მონახულება თუ, უბრალოდ, სიახლეების ნახვა − ვიზიტორის სტატუსით, ყოველგვარი ვიზების მოძიებისა და ბიუროკრატიის გარეშე, ვიმოგზაუროთ ევროკავშირის ქვეყნებში.

ყველას გილოცავთ ამ დიდ წარმატებას და გისურვებთ, რომ ჩვენ ყველას ერთად მომავალშიც გვეშენებინოს  ძლიერი ევროპული ქართული სახელმწიფო”, - ნათქვამია განცხადებაში.  

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge