png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თურმე, იმიტომ ვარ რუსეთუმე და არაევროპელი, რომ მინდა ჩემი ქვეყნის მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება - კახა კალაძე

  • კომენტარები
  • 04.05.2023
  • 11:29
თურმე, იმიტომ ვარ რუსეთუმე და არაევროპელი, რომ მინდა ჩემი ქვეყნის მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება - კახა კალაძე

მე მინდა ევროპა და ევროინტეგრაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ  უარი უნდა ვთქვა ჩემს იდენტობაზე, წარსულზე, ტრადიციებსა და კულტურაზე, რითაც ვამაყობ, - ამის შესახებ  თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი live” განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმული ბრალდებები, თითქოს გადაუხვია ევროპულ ღირებულებებს, ცილისწამებაა.

„რატომ არ შევუერთდით სანქციებს? ამაზეა ძირითადად საუბარი. ვინ დაგვაჯერებს იმაში, რომ ქართული ღვინო ან სოფლის მეურნეობის პროდუქტები თუ არ გავა, ამით დავაზიანებთ რუსულ ეკონომიკას? ასე ხომ პირიქით დავაზიანებთ გაჭირვებულ ხალხს, ვინც 24 საათი შრომობს ლუკმა-პურის ოჯახში შესატანად. ეს ფული ხომ ისევ საქართველოში შემოდის?! რატომ უნდა გავხსნათ მეორე ფრონტი საქართველოში? ნაკლები გავაკეთეთ ამ მიმართულებით? ყველა საერთაშორისო მისიაში საქართველო უმრავლესობით იყო წარმოდგენილი. რამდენი დაჭრილი, დასახიჩრებული ბიჭები გვყავს. მაგათ ვენაცვალე, მართლა გმირები არიან. გვინდა სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ? მინდა, მივმართო საზოგადოებას, დღეს რომ ნაციონალური მოძრაობა იყოს ხელისუფლებაში, წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა ქვეყანაში? მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია, თუმცა ეზ არ ნიშნავს საკუთარ იდენტობასა და კულტურაზე უარის თქმას.

„თურმე იმიტომ ვარ რუსეთუმე და არაევროპელი, რომ ქვეყანაში მინდა მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება. მე რომ მინდა ევროპა და ევროინტეგრაცია ჩემი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის, ვის უნდა ისე? მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე უარი უნდა ვთქვა ჩემს იდენტობაზე, წარსულზე, ტრადიციებზე, კულტურაზე, რითაც ვამაყობ. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, გავიზარდე და ქართველი ვარ. როდესაც იტალიაში  ჩავედი, საქართველო რუსეთი ეგონათ, მაგრამ მერე ყველამ გაიგო, რომ საქართველო უდიდესი კულტურის მქონე, პატარა, ლამაზი ქვეყანაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თმით, ოპოზიცია საქართველოს ყველანაირ მიღწევას აუფასურებს.

„ყველა მიმართულებით უტევენ - სარწმუნოებას, ეკლესიას, წარმატებულ ადამიანებს. როგორ შეიძლება ადამიანმა არ იამაყო, ქართული ანბანი არის მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის. უტევენ სპორტსმენებს. ვნახეთ, ტალახაძეს, კვარაცხელიას რა სტატუსები მიუძღვნეს. ეს მიზანმიმართული კამპანიაა. ასეთი დალოცვილი ქვეყანა გვაქვს, ამხელა წარსული გვაქვს, ამით როგორ არ უნდა იამაყო?“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge