png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი: რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა საგანგაშოა მთელი რეგიონისათვის

  • პოლიტიკა
  • 10.03.2016
  • 13:16
გიორგი მარგველაშვილი: რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა საგანგაშოა მთელი რეგიონისათვის

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს IV გლობალურ ფორუმზე დისკუსიაში „მსოფლიო დღეს - როგორ უნდა გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს"  მიიღო მონაწილეობა.

ფორუმი გეოპოლიტიკური კრიზისის განხილვას  დაეთმო - ფორუმის მონაწილეებმა  რეგიონში არსებული გამოწვევების, რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის, დასავლეთისა და აღმოსავლეთისურთიერთობის, ენერგოუსაფრთხოების, კონფესიათაშორისი დიალოგის შესახებ იმსჯელეს.

გიორგი მარგველაშვილმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს რუსეთი ახორციელებს, ეს საგანგაშო სიგნალია არა მარტო საქართველოსათვის, არამედ მთლიანად რეგიონისათვის. საქრთველო რუსეთის ასეთ საქციელს აღვიქვამს, როგორც რეგიონში დესტაბილიზაციის სურვილს, რომლის მსხვერპლიც გახდა საქართველო.

„ამ რთულ ვითარებაში და ამ რთულ რეგიონში საქართველო ცდილობს მოკავშირეების გაზრდას და სხვადასხვა ქვეყნებთან პარტნიორობის განმტკიცებას. საქართველო ყველა მეზობელთან და პარტნიორთან ცდილობს ახალი პროექტების განხორციელებას. ჩვენ ვეძებთ მეგობრებს, რომლებიც სტაბილურობით არიან დაინტერესებულნი. ვცდილობთ რეგიონში მშვიდობიან თანაარსებობას.

მეორე მხრივ, რეგიონში ხორციელდება მსხვილი სხვადასხვა პროექტები, მაგალითად ახალი აბრეშუმის გზის პროექტი, რომელშიც საქართველო მონაწილეობს და ქმნის შესაძლებლობას, რომ დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთს დაუკავშირდეს", -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან, რომელთან ერთადაც მონაწილეობს სხვადასხვა პროეეტებში.

გიორგი მარგველაშვილმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ  საქართველო  მზადაა წვლილი შეიტანოს პროექტის Lapis lazuli განხორციელებაში, რადგან მივაჩნია, რომ იგი რეგიონს მრავალმხრივ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

„საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობას, ასევე მის უმთავრეს ამოცანას ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება წარმოადგნს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვნ წარმატებას მიაღწია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს წინაშე ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა, ძალიან მწვავედ დგას",  - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსლის შემდეგ ფორუმი კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ფორუმის ამოცანაა მსოფლიო ლიდერებმა შეაფასონ გლობალური უსაფრთხოების ხელისშემშლელი სადავო და საკვანძო საკითხები და განსაზღვრონ ის შესაძლებლობები, რომელიც  პრობლემებისმშვიდობიანი გზით მოგვარებაში დაეხმარებათ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge