primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ვიქტორ ორბანი რუსეთის ჩრდილში ცხოვრებაში გულისხმობდა ოკუპანტი ქვეყნის მეზობლად ცხოვრებას - მამუკა მდინარაძე

  • კომენტარები
  • 04.05.2023
  • 17:34
ვიქტორ ორბანი რუსეთის ჩრდილში ცხოვრებაში გულისხმობდა ოკუპანტი ქვეყნის მეზობლად ცხოვრებას - მამუკა მდინარაძე

დარწმუნებული ვარ, ვიქტორ ორბანმა თავის გამოსვლაში იგულისხმება ოკუპანტი ქვეყნის მეზობლად ცხოვრება, –ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.

მისი თქმით, ვერ წარმოუდგენია ვერცერთ ადამიანს, რომ ორბანი ჩრდილში ყოფნაში გულისხმობდა გავლენის ქვეშ ყოფნას.

„აქ იგულისხმება ოკუპანტი ქვეყნის მეზობლად ცხოვრება. პატარა ქვეყანა, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის მეზობლად ცხოვრობს, არის ოკუპირებული და ამ უდიდესი გამოწვევის, უდიდესი პრობლემის, საფრთხის წინაშე როგორ უნდა შეინარჩუნო მშვიდობა და გამონახო ყველა გზა ეროვნულობისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, შენს ხალხზე ზრუნვისათვის და არა ისე, როგორც ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსი ზრუნავს სხვისი დავალებების შესრულებაზე. ამას გულისხმობდა და, რა თქმა უნდა, ჩრდილში ყოფნა ვერ წარმოუდგენია ვერცერთ ადამიანს, რომ ორბანი გულისხმობდა გავლენის ქვეშ ყოფნას.

თქვენ გინდათ, რომ დაინახოთ გავლენის ქვეშ ყოფნა და ჩვენ ამაში ვხედავთ ოკუპანტის მეზობლად ყოფნას, ეს რომ მარტივი არ არის და ეს არის უდიდესი გამოწვევა. ოკუპანტი ქვეყანა გვყავს ერთ-ერთი მეზობელი, თავისი მასშტაბებით და თავისი ყველაფრით ამ ფონზე უდიდესი სირთულეა, რომელ სირთულესაც ჩვენ ვძლევთ, საბედნიეროდ, და მაგალითი უნდა აიღოს ყველამ, რომ ასეთი სირთულეების ფონზე ჩვენ ვახერხებთ იმას, რასაც ვახერხებთ, დავდივართ ბეწვის ხიდზე. მიუხედავად იმისა, რომ გარედან და შიგნიდან შეტევები არის ძალიან ძლიერი „ქართულ ოცნებასა“ და სახელმწიფოზე, ჩვენ ვახერხებთ ამ ქვეყანაში მშვიდობის, ეკონომიკის სტაბილურობის შენარჩუნებას, განვითარებას და, რაც ყველაზე მთავარია, ყველაფრის მიუხედავად, ეროვნულ იდენტობაზე ზრუნვას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისა და ევროპულობისათვის“, – განაცხადა მდინარაძემ.

ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) აღნიშნა: „შეგვიძლია, ვისწავლოთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge