primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

,,თეგეტა ჰოლდინგმა” „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, 25 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ფასიანი ქაღალდები გამოუშვა

  • საზოგადოება
  • 04.05.2023
  • 19:10
,,თეგეტა ჰოლდინგმა” „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, 25 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ფასიანი ქაღალდები გამოუშვა

,,თეგეტა ჰოლდინგმა” „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, 20 მილიონი აშშ დოლარისა და 5 მილიონი ევროს ღირებულების ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ობლიგაციების ვადა 2 წელია, სარგებლის გადახდა 6 თვეში ერთხელ მოხდება, აშშ დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებზე წლიური 8.5%-ის, ხოლო ევროში დენომინირებულ ობლიგაციებზე  წლიური 7.0%-ის ოდენობით.

ეს არის ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიის მიერ უცხოურ ვალუტაში განხორციელებული პირველი საჯარო ემისია, რომელში ინვესტიციაც ფიზიკური პირებისთვისაც ხელმისაწვდომია.

აღსანიშნავია, რომ ინვესტორების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ მაღალია. მიმდინარე მდგომარეობით ობლიგაციები შეძენილი აქვს 150-მდე ქართველ და უცხოელ ფიზიკურ პირს, რაც ინვესტორთა ბაზის მაღალ დივერსიფიკაციაზე მიუთითებს.

„თეგეტა ჰოლდინგის“ გეგმით, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა სრულად მოხმარდება არსებული სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას, რის შემდეგაც გაუმჯობესდება კომპანიის ვალდებულებების ვადიანობის პროფილი და კომპანიის ლიკვიდურობა.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: ,,ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე ,,თეგეტას“ მეორე ემისიაა. ამჯერად ჩვენი შეთავაზება ხელმისაწვდომია ფიზიკური პირებისთვისაც. დაინტერესება დიდი იყო, მოთხოვნამ  გამოშვებული ქაღალდების მოცულობას გადააჭარბა და შესაბამისად გავზარდეთ ემისიის მოცულობაც. აღნიშნული ფაქტი მაღალ ნდობასა და კომპანიის მიმართ დადებით სამომავლო მოლოდინებზე მიუთითებს. ყველა დოკუმენტი, რომელიც საჯარო ობლიგაციების ემისიის ფარგლებში მომზადდა, საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის. ,,თეგეტას“ სამომავლო სტრატეგია საერთაშორისო ბაზრებზე წარმომადგენლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად, შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების განთავსება უცხოურ ვალუტაში მოხდა. ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს უცხოურ ბაზრებზე კომპანიის განვითარების სტრატეგიას. ამასთან, ,,თეგეტასათვის“, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესისთვის, მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარება. გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში. ერთი მხრივ, ეს ფინანსურად მომგებიანია კომპანიისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, კი ნათლად აჩვენებს ,,თეგეტა ჰოლდინგის”, როგორც სანდო პარტნიორის, წინსვლასა და ბიზნესის განვითარების მასშტაბს“.

,,თეგეტა ჰოლდინგის” შეთავაზებამ ინვესტორების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია და შესაბამისად აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების მოცულობა საწყისი 10 მილიონი აშშ დოლარიდან 20 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. მიმდინარე ეტაპზე განთავსებულია 15 მილიონი აშშ დოლარისა და 4 მილიონი ევროს ოდენობის ფასიანი ქაღალდები. ამავე ემისიის პროსპექტის ფარგლებში, ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია დამატებითი ტრანშის გამოშვებას უახლოეს მომავალშიც გეგმავს. მიმდინარე წლის განმავლობაში ჰოლდინგი დამატებით 5 მილიონი აშშ დოლარის ემისიას განახორციელებს.

აღნიშნული ტრანზაქციის ფარგლებში ,,თეგეტა ჰოლდინგის” პარტნიორი და მხარდამჭერი  საინვესტიციო ბანკი „გალტ & თაგარტი“ იყო, რომელიც ემისიის  მთელ პროცესს წარმართავდა.

ირაკლი კირტავა, „გალტ & თაგარტის“ გენერალური დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტი“ აქტიურად იყო ჩართული ასეთი მნიშვნელოვანი გარიგების წარმატებით განხორციელებაში განთავსებისა და კალკულაციის აგენტის როლში. აღსანიშნავია გარიგების უნიკალური მახასიათებელი, რაც გულისხმობს ერთი ემისიის პროსპექტის ფარგლებში მულტისავალუტო ტრანზაქციების სტრუქტურირებას.  ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ არაერთი მსგავსი ტრანზაქცია განხორციელდება. აქვე, მსურს, მადლობა გადავუხადო და მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს მორიგი წარმატებული და საინტერესო გარიგების განხორციელებისთვის. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან“.

ინფორმაციისთვის, პირველი წარმატებული ემისია „თეგეტამ“ 2019 წელს განახორციელა და 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა შეიძინა.

გასული წლის ბოლოს კომპანიამ, საქართველოს ისტორიაში ლარში დენომინირებული ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისია განახორციელა და 150 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა. აღნიშნული ობლიგაციების ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია და განთავსებაში არც ერთი ინვესტორის წილი 30%-ს არ აღემატება.

უახლოეს მომავალში „თეგეტა ჰოლდინგი“ კაპიტალის ბაზარზე კიდევ უფრო გააქტიურებასა და საერთაშორისო საფინანსო კომპანიებისთვის მწვანე ბონდების გამოშვებას გეგმავს.

შპს „თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ:

უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში და 2,500-მდე თანამშრომლით დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:

სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge