png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, ვერ გამაჩერებთ, ყველას მოგიწევთ პასუხისმგებლობა იმ მძიმე ბრალდებაზე, რომელიც წამომიყენეთ – გიორგი ვაშაძე

  • კომენტარები
  • 05.05.2023
  • 17:10
ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, ვერ გამაჩერებთ, ყველას მოგიწევთ პასუხისმგებლობა იმ მძიმე ბრალდებაზე, რომელიც წამომიყენეთ – გიორგი ვაშაძე

ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, ვერ გამაჩერებთ, ყველას მოგიწევთ პასუხისმგებლობა იმ მძიმე ბრალდებაზე, რომელიც წამომიყენეთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც სამართალდამცველები მუშაობდნენ, მას და მის ძმას, დავით ვაშაძეს ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირი არ აქვთ.

„მორიგი დეზინფორმაციული სპეცოპერაციაა რუსული რეჟიმის მხრიდან, სადაც უნდათ, რომ გაგვსვარონ მე და ჩემი ძმა, თითქოს ქოლცენტრებთან რაიმე კავშირი გვაქვს. ეს არის 100-პროცენტიანი ტყუილი. ქოლცენტრების უკან დღეს თუ ვინმე დგას, ეს „ქართული ოცნებაა“, უფრო სწორად, რუსული ოცნება, რომელიც თავიდან ბოლომდე ფინანსდება ამ ქოლცენტრების თაღლითური სქემით. ამას მფარველობენ სუს-ის, შსს-ს, პროკურატურის პირველი პირები. წარმოუდგენელია, ასეთი თაღლითური სქემა არსებობდეს ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ამბობენ ისინი უარს საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბებაზე“, – აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ყველა დამნაშავეს, ვინც ხელს ითბობს ევროპელი პენსიონრების ძარცვაზე მოუწევს პასუხისგება.

„ევროკავშირში ყველა ჩემს კონტაქტს გამოვიყენებ, რათა ეს თაღლითი მავნებლები, კრიმინალები მიეცენ პასუხისმგებაში. მათ შორის ევროპელი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ქოლცენტრების უკან დგახართ თქვენ, თქვენ ხართ თაღლითები, დამნაშავეები. ლილუაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავარ პროკურორს მივმართავ, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, ვერ გამაჩერებთ. თქვენ გინდათ, მე გავჩერდე ან ჩვენ უკან დავიხიოთ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში. ვერ მოგართვით, ეს არ მოხდება არცერთ შემთხვევაში. მე ცამდე მართალი ვარ, ცამდე მართალია ჩემი ძმა და ყველანი, ვინც ვიბრძვით თქვენი მავნებლური, თაღლითური, კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ. ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. არ გეგონოთ, რომ ასე უბრალოდ რაღაც ბრალდება წამომიყენეთ და გავატარო ეს ბრალდება ერთი პრესკონფერენციით. აგერ მე და აგერ თქვენ. მოგიწევთ ამაზე პასუხისგება, აუცილებლად მოგიწევთ ამაზე ციხეში წასვლა და იმ ნაძარცვი ქონებების უკან დაბრუნება, რომლითაც ხელს ითბობთ.

სამი რამით ფინანსდება დღეს „ქართული ოცნება“ – ქოლცენტრების თაღლითური სქემით, კონტრაბანდით, რომელსაც რუსეთთან აწარმოებენ და კორუფციით, რომელიც აღვირახსნილ მასშტაბებსაა მიღწეული და აქეთ გინდათ, ჩვენზე წამოიღოთ? გამოხვიდე, დააბრალო და მერე ატრიალო ტროლ-ბოტებით სოციალურ ქსელებში, თუ შენი კონტროლირებადი მედიების მეშვეობით. ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, პირდაპირ გეუბნებით. ყველას მოგიწევთ პასუხისმგებლობა ამ მძიმე ბრალდებაზე, რომელიც წამომიყენეთ. მე მივაწვდი ინფორმაციას ევროპელ სამართალდამცავებს, ყველა ჩემს კონტაქტს გამოვიყენებ, რათა ყველა თაღლითი, მძარცველი, დამნაშავე იყოს ციხეში და სიმართლემ, სამართლიანობამ იზეიმოს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრია განთავსებული, საგამოძიებო მოქმედებებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ატარებს.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისში მოქმედებს ე.წ. ქოლცენტრი, რომელიც გიორგი ვაშაძეს და დავით არახამიას ეკუთვნით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge