primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

„ახალი საირმე“ „არტგენს“ უმასპინძლებს

  • საზოგადოება
  • 05.05.2023
  • 18:13
„ახალი საირმე“ „არტგენს“ უმასპინძლებს

ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალი „არტგენი“ წელს უწყვეტი არსებობის 20 წლის საიუბილეო აღნიშვნისთვის ემზადება. თუმცა ფესტივალის მოყვარულებს ივლისამდე ლოდინი არ მოუწევთ. „არტგენი ჯგუფი ახალი საირმისთვის“ - ამ სახელითა და იდეით გაიმართება აქცია-კონცერტი 20 მაისს კურორტ საირმეში. ივლისში კი ფესტივალი ტრადიციულად თბილისში ჩატარდება.

ღონისძიება „ახალ საირმეში“  ღვინის, კულინარიისა და ადგილობრივი წარმოების გამოფენა-გაყიდვით გაიხსნება. რეგიონის ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების შემდეგ კი „არტგენის“ ერთგული მსმენელი საყვარელ ჯგუფებს შეხვდება. „ჩვენებურები“, „ფრანი“, „REGGAEON“, „33ა“ და ნიაზ დიასამიძე - „ახალი საირმის“ სტუმრები  გამორჩეული ქართველი შემსრულებლების მოსმენას მხოლოდ ერთი დღით ჯადოსნურ გარემოში შეძლებენ.

გაგა ჩიხლაძე, „არტგენის“ ორგანიზატორი, ჯგუფი „ფრანი“: „ფესტივალისთვის დამახასიათებელი ნიშაა სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობა და ექსპედიციები ახალი სახეების, ოჯახების ან ძველისა და მიკარგულის აღმოჩენისთვის. თუმცა საირმეში აქამდე არ ვყოფილვართ. ეს რაიონი ძალიან დიდი ფოლკლორული კულტურით გამოირჩევა. რეწვით დაწყებული, მუსიკითა და ცეკვით დასრულებული ძალიან სავსე კუთხეა. ზოგადად, სადაც ღვინის ტრადიცია არსებობს და დღემდე წარმატებით ცოცხლობს, იქ ქართული ცეკვა-სიმღერა და ფოლკლორიც ყოველთვის საინტერესოა. სწორედ ასეა საირმეშიც“.

ფოლკლორის, ქართული რეწვისა და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას „Art-გენი“ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ადგილებს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, „ახალი საირმის“ სივრცე და ხასიათი სრულად პასუხობს ფესტივალის შინაარსსა და მოთხოვნებს.

გაგა ჩიხლაძე, „არტგენის“ ორგანიზატორი, ჯგუფი „ფრანი“: „ახალი საირმის“ ის გარემო, სადაც ფესტივალი მოეწყობა, რომ ჩადიხარ, უკვე „არტგენია“, ისეთია ირგვლივ ყველაფერი. რაც შეეხება თვითონ ღონისძიებას, რატომაა ის ორმაგად მიმზიდველი და სასიამოვნო „არტგენის“ მეგობრებისა და თანამგზავრებისთვის - თუ ჩვენს მსმენელებსა და ფესტივალის ერთგულ გულშემატკივრებს სხვადასხვა დღეს ვთავაზობთ ხოლმე მათთვის საყვარელი სხვადასხვა ჯგუფის კონცერტებს, აქ მათ ერთიანი მიქსი დახვდებათ. სტუმრებს შეეძლებათ, საირმის ულამაზეს ბუნებაში მათთვის საყვარელ ჯგუფებს მთელი დღის განმავლობაში უსმინონ. ის, რაც შეიძლება თბილისში ეთნოგრაფიულში ერთი კვირის განმავლობაში მოხდეს, საირმეში, ამ საოცარ გარემოში, ერთ დღეში მოხდება“.

ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, 19 მაისს, სასტუმრო „ახალ საირმეში“ ჯგუფი „ფრანის“ მუსიკალური საღამო გაიმართება. 20 მაისს კი „არტგენზე“დასწრებას, სულ, 600 მსურველი შეძლებს. ბილეთების გაყიდვა და სასტუმროს დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. უნიკალური ადგილმდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა - „ახალი საირმე“ მზადაა ფესტივალის სტუმრებისთვის ჯადოსნური მუსიკალური თავგადასავალი კიდევ უფრო სრულყოფილი გახადოს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge