png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება გამორიცხულია, რადგან კრემლი შეეცდება ეს ომის გაყინვისთვის გამოიყენოს - ოლაფ შოლცი

  • მსოფლიო
  • 14.05.2023
  • 18:52
რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება გამორიცხულია, რადგან კრემლი შეეცდება ეს ომის გაყინვისთვის გამოიყენოს - ოლაფ შოლცი

ამჟამად, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება გამორიცხულია, რადგან კრემლი შეეცდება ეს ომის გაყინვისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.  

 „უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის, მაგრამ მას სრულიად გასაგებად და სამართლიანად სურს, რომ ეს არ იყოს რუსეთის მხრიდან ომის გაყინვისა და დიქტატის მცდელობა“, - განაცხადა კანცლერმა.

შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთმა განახორციელა იმპერიალისტური, აგრესიული თავდასხმა უკრაინაზე, ამიტომ ევროპის მშვიდობა და უსაფრთხოება დღეს საფრთხის ქვეშაა. კანცლერი დარწმუნებულია, რომ მშვიდობაზე ლაპარაკი საჭიროა, მაგრამ ზელენსკის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის კონტექსტში.

„რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები, იმიტომ, რომ ამის გარეშე სალაპარაკო არაფერია. ამ გზავნილს გადავცემ სხა ქვეყნებს, როდესაც ვხვდები სხვა სახელმწიფოების ლიდერებს“, - განაცხადა შოლცმა და აღნიშნა, რომ გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში დღეს ჩავიდა, ის უკვე შეხვდა გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge