png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

Petronas-ის ეკომეგობრული შეფუთვა გარემოს დასაცავად

  • საზოგადოება
  • 17.05.2023
  • 18:25
Petronas-ის ეკომეგობრული შეფუთვა გარემოს დასაცავად

საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების მწარმოებელი გლობალური ბრენდი Petronas საავტომობილო ზეთების შეფუთვაში  15%-ით ნაკლებ პლასტმასას იყენებს, შესაბამისად, მისი შეფუთვები, სხვა ბრენდებთან შედარებით, თხელი და ეკომეგობრულია. ამ გზით კომპანია ცდილობს, შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება და 2050 წლისთვის მიზნად ისახავს, მიაღწიოს ნულოვან ემისიებს.

ცოტა ხნის წინ ბრენდმა სრულიად ინოვაციური, ეკომეგობრული შეფუთვა, Bag-in-Box წარადგინა. საავტომობილო ზეთების ახალ  შეფუთვაში 92%-ით ნაკლები პლასტმასა იქნება გამოყენებული.

„თეგეტა მოტორსში“, რომელიც 2022 წლიდან ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია, აცხადებენ, რომ „პეტრონასის“ ეკომეგობრული შეფუთვა საქართველოშიც მალე გამოჩნდება.

ირაკლი ლავრინსკი, „თეგეტას“ იმპორტების მიმართულების საცხებ-საპოხი მასალების ხელმძღვანელი: „დღეისათვის „პეტრონასის“ საავტომობილო ზეთების შეფუთვაში 15%-ით ნაკლები პლასტმასაა გამოყენებული. სწორედ ამიტომ  არის ეს შეფუთვა ჩვეულზე უფრო თხელი. ცხადია, ეს არ ნიშნავს ნაკლებად ხარისხიანს. ამ ფორმით კომპანია ზრუნავს გარემოზე, რადგან ვიცით, როგორი რთულია პლასტმასის გადამუშავება . რეალურად, მომხმარებელს სჭირდება და მისთვის მნიშვნელოვანია არა პლასტმასის შეფუთვა, არამედ პრემიურ ხარისხის ზეთი, რომელიც მასში ასხია.

„პეტრონასის“ ახალი, ინოვაციური შეფუთვა ორი ელემენტისგან შედგება: შიდა ჩანთა და გარე ყუთი, რომელიც გოფრირებული მუყაოსგან არის დამზადებული. ახალ შეფუთვაში 92%-ით ნაკლები პლასტმასაა გამოყენებული, რაც პროდუქტს იცავს დაზიანებისა და სინათლის ზემოქმედებისგან. კვლევებმა აჩვენა, რომ Bag-in-Box შეფუთვა ყველაზე მდგრადი ალტერნატივაა, რომელიც ნახშირბადის შემცირების საშუალებას იძლევა“.

მომავალი, რომელსაც „პეტრონასი“ ხედავს, აუცილებლად უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული გარემოს დაცვასა და სიმწვანეზე. მსოფლიოს მასშტაბით, „პეტრონასს“ 23 ქვეყანაში 30-ზე მეტი წარმომადგენლობა ჰყავს. PETRONAS სამგზავრო მანქანების ძრავებისთვის საავტომობილო ზეთების პრემიუმ PETRONAS Syntium ხაზს °CoolTech™ ტექნოლოგიით აწარმოებს. პროფესიონალურად შემუშავებული ეს საავტომობილო ზეთი იცავს ძრავის ნაწილებს მაღალი ტემპერატურის გავლენისგან, ასევე უზრუნველყოფს მოწყობილობის ოპტიმალურ და უპრობლემო მუშაობას.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge