primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს ბანკის ორგანიზებით ქალი მეწარმეებისთვის ვორქშოპი - „ცვლილებების მართვა და ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები“ გაიმართება

  • საზოგადოება
  • 24.05.2023
  • 18:20
საქართველოს ბანკის ორგანიზებით ქალი მეწარმეებისთვის ვორქშოპი - „ცვლილებების მართვა და ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები“ გაიმართება

საქართველოს ბანკის ორგანიზებითა და EFSE Entrepreneurship Academy-ს დაფინანსებით, ქალი მეწარმეებისთვის 30 და 31 მაისს, ორდღიანი ვორქშოპი - „ცვლილებების მართვა და ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები“ გაიმართება. სამუშაო შეხვედრებს ტრენერი ლიზა სოფრომაძე გაუძღვება.

ლიზა  არის ადგილობრივი განვითარებისა და უნარების ამაღლების კონსულტანტი 18 წელზე მეტი გამოცდილებით. ის 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს სხვადასხვა რეფორმებისა და პროგრამების ფარგლებში ცენტრალურ ხელისუფლებასთან, სხვადასხვა სამინისტროებთან, მუნიციპალიტეტებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ბიზნესებთან და ადგილობრივ თემებთან. მას შემუშავებული აქვს სხვადასხვა მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები - ცვლილებების მართვა-ადვოკატირება, თანამონაწილეობის მექანიზმები ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში და სხვა მრავალი. 2001 წლიდან დღემდე არის 30-ზე მეტი პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი.

ტრენინგის მიზანია მეწარმე ქალები გაეცნონ ცვლილების თეორიას, რომელსაც ემყარება ნებისმიერი ახალი ბიზნესისა თუ ახალი პროექტის დაწყება. შეხვედრაზე იმ პრინციპებისა და მიდგომების განხილვა მოხდება, რაც მეწარმე ქალებს საკუთარი, ახალი როლის ეფექტურ პოზიციონირებაში დაეხმარებათ.

ვორქშოპზე განხილული იქნება შემდეგი თემები: ცვლილებების თეორია; ცვლილებების/ადვოკატირების დაგეგმვა; ცლილების მიზანი; დაინტერესებული მხარეების ინტერესებისა და გავლენების ანალიზი და ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები და ტაქტიკები.

„საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების  წახალისებასა და გაძლიერების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ვორქშოპი სწორედ  მცირე და საშუალო ზომის მეწარმე ქალებისთვისაა განკუთვნილი. ვორქშოპზე მეწარმე ქალები ლიზასთან ერთად ცვლილების თეორიაზე საინტერესო მიდგომებს აღმოაჩენენ. დარწმუნდებიან, რომ ნებისმიერი ცვლილება, რაც არ უნდა კეთილშობილური მიზნები ჰქონდეს მას, ყოველთვის ხვდება წინააღმდეგობების გარემოში. სწორედ ამ წინააღმდეგობების გამომწვევ ფაქტორებს  და, ამასთანავე, ეფექტური კომუნიკაციის წარმართვის პრინციპებს განიხილავენ, რაც მიზნების მიღწევას გაუადვილებთ. შეხვედრები მეწარმე ქალებს საკუთარი ახალი როლის ეფექტურ პოზიციონირებაში და ახალი ბიზნესისა თუ პროექტის წამოწყებაში დაეხმარებათ,“ – განმარტავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მენეჯერი, ოლღა ნაკაშიძე.

ქალი მეწარმეების მხარდასაჭერი პროექტი მთელი წლის განმავლობაში სტუმრებს სხვადასხვა ვორქშოპებით უმასპინძლებს. რაც შეეხება პირველ ვორქშოპს - ის Phubber-ის დამფუძნებელთან, ანანო დოლაბერიძესთან ერთად გაიმართა. შეხვედრაზე მეწარმეებმა მოისმინეს, თუ რა ხერხებითაა შესაძლებელი ციფრული სტრატეგიის გაუმჯობესება  და გაყიდვების ზრდა.  მეორე შეხვედრას - სალომე არღვლიანი უძღვებოდა, თემით - "კარგი დამსაქმებლის სტრატეგია". მესამე შეხვედრა კი, ელ. კომერციას დაეთმო, სადაც ლარისა პატარაია მეწარმეებს ონლაინ გაყიდვების გაზრდასა და საკუთარი ბიზნესის ონლაინ არხებში განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა.

ვორქშოპზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროთ აღნიშნულ ბმულზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge