png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მაკა ჩიჩუა: შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და პირიქით, თქვენ გვაძლევთ სტიმულს და ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს

  • საზოგადოება
  • 10.03.2016
  • 14:48
მაკა ჩიჩუა: შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და პირიქით, თქვენ გვაძლევთ სტიმულს და ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს

პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, დღეს, საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოში კომიტეტის ოფიციალური პარტნიორის, კომპანია BP-ის მიერორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო, რომელიც რიოს 2016 წლის პარაოლიმპიადისთვის მზადებას შეეხებოდა. მაკა ჩიჩუამ ღონისძიებში მონაწილეობა, როგორცპარაოლიმპიელთა მეგობართა კლუბის საპატიო წევრმა, საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღო.  პირველმა ლედიმ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქვეყანაშიპარაოლიმპიური სპორტის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა:

„მრავალჯერ მითქვამს და მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და პირიქით, თქვენ გვაძლევთ სტიმულს და ჩვენ ვაძლიერებთერთმანეთს. ჩემთვის, როგორც თქვენი დიდი გულშემატკივარისათვის, ყოველთვის ბედნიერებაა თქვენ გვერდით ყოფნა. გიდასტურებთ ჩემს თანადგომას, თუ რამეშემიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო წინ წავიდეთ და უფრო ბევრმა მოვიპოვოთ ლიცენზიები და მრავალ ოლიმპიადაზე ვიასპარეზოთ. მე ყოველთვისმზად ვარ დაგეხმაროთ. წარმატებას გისურვებთ და მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად აქ ვიმყოფები. დიდი მადლობა მოწვევისათვის", - განაცხადა პირველმა ლედიმ.

აღსანიშნავია, რომ BP საქართველოში, პარაოლიმპიური კომიტეტის და სამი პარაოლიმპიელი ელჩი სპორტსმენის ზვიად გოგოჭურის, ირმა ხეცურიანისა და ნიკა თვაურისოფიციალური სპონსორია.

2016 წლის პარაოლიმპიადის სალიცენზიო მარათონში, ქართველმა პარასპორტსმენმა, სპორტული პრინციპებით, ისტორიაში პირველად შეძლო ოთხწლეულის უმთავრესსპორტულ ღონისძიებაზე მონაწილეობის უფლების მოპოვება. მხედველობა დაქვეითებულთა შორის ძიუდოში, საქართველოს, რიოს პირველი ლიცენზია სპორტსმენმაზვიად გოგოჭურმა მოუტანა.

ლიცენზიისთვის ბრძოლას წარმატებით განაგრძობენ ეტლით მოფარიკავე - ირმა ხეცურიანი და მოცურავე - ნიკა თვაური. წელს ირმამ უნგრეთის ქალაქ ეგერში გამართულშეჯიბრებაზე არაოლიმპიურ სახეობაში, ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოლიმპიურ დისციპლინაში, რაპირით ფარიკაობაში კი უძლიერეს 8 მონაწილესშორის შევიდა და მნიშვნელოვანი სარეიტინგო წინსვლა განიცადა. მას რიოს ლიცენზიამდე მხოლოდ 10 ქულა აშორებს. 

ნიკა თვაურს მაისში პორტუგალიაში გასამართი ევროპის პირველობა ელის, სადაც სალიცენზიო ნორმატივის შესრულების შემთხვევაში, პირველი ქართველიპარასპორტსმენი იქნება, რომელიც ზედიზედ ორ პარაოლიმპიადაზე შეძლებს გამოსვლას.

საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი, საქართველოში 2003 წელს დაფუძნდა. ამ ხნის განმავლობაში, კომიტეტის ძალისხმევით, არაერთი შშმ-პირი იქნამაღალი მიღწევების სპორტში ჩართული.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge