primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

ევროკავშირის ელჩებთან ვიმსჯელეთ, რომ საქართველოს მდგომარეობა არ შეიძლება, განხილული იყოს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების, საქართველოს აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთთან და ტერიტორიის 20 პროცენტია ოკუპირებული - ლევან დავითაშვილი

  • პოლიტიკა
  • 29.05.2023
  • 19:32
ევროკავშირის ელჩებთან ვიმსჯელეთ, რომ საქართველოს მდგომარეობა არ შეიძლება, განხილული იყოს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების, საქართველოს აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთთან და ტერიტორიის 20 პროცენტია ოკუპირებული - ლევან დავითაშვილი

ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე ვიმსჯელეთ, რომ საქართველოს მდგომარეობა და ვითარება არ შეიძლება, განხილული იყოს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დავითაშვილის თქმით, შეხვედრაზე ძალიან ღია და გულწრფელი დიალოგი იყო იმ საკითხებზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის აქტუალურია.

„თქვენ მოისმინეთ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, გულწრფელი დიალოგი იმ საკითხებზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის აქტუალურია. თქვენ იცით, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოთქვეს მოსაზრება საქართველოში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ზუსტად ეს იყო ძირითადი განხილვის საგანი. თუმცა ჩვენ ზოგადად არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ვიმსჯელეთ. ვიმსჯელეთ, რომ საქართველოს მდგომარეობა და ვითარება არ შეიძლება, განხილული იყოს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა. საქართველოს განსაკუთრებით რთული მდგომარეობა აქვს, საქართველოს აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, ასე რომ, საქართველოს კონტექსტი განსხვავდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონტექსტისგან და ამაზე ღია საუბარი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ელჩებთან. ვფიქრობ, ბევრი ელჩისთვის ეს აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია.

ჩვენ ასევე შევეხეთ ზოგადად ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სანქციების აღსრულებისა და შესრულების საკითხებს. მათ შორის იმაზე, რომ ჩვენ გვექნება დამატებით სამი ახალი დაკავშირებითი პუნქტი რუსეთის ფედერაციასთან.  დღეს იცით, რომ ძირითადი საზღვარი გვაქვს ლარსით და აქ ხდება საბაჟო კონტროლი მკაცრად და ამას ყველა ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის სანდო, საიმედო პარტნიორი საერთაშორისო თანამეგობრობის სანქციების აღსრულების ნაწილში. თუმცა, ახალი დაკავშირების პუნქტი გვიჩნდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში. აქ ჩვენი მხრიდან არსებობს მზა პოზიცია, საბაჟო შესაძლებლობებს ზრდის და ისევე, როგორც უმაღლეს დონეზე ხდება სანქციების აღსრულება ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ასევე იქნება დამატებითი საბაჟო კონტროლი აეროპორტებშიც. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელიც ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გავუზიარეთ“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

დღეს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ლევან დავითაშვილს რუსეთთან ფრენებთან დაკავშირებით ოფიციალური დემარშით მიმართეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge