png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოში ახალი აეროპორტის აშენება იგეგმება

  • პოლიტიკა
  • 05.06.2023
  • 14:44
საქართველოში ახალი აეროპორტის აშენება იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში, ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობა იგეგმება.

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, ეს არის ამბიციური, თუმცა საჭირო გადაწყვეტილება.

„პირველ რიგში, მინდა, მთავარი საკითხი გამოვიტანო განსახილველად, ეს არის, მე ვიტყოდი, ამბიციური გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ გვაქვს დღეს ამის საშუალებაც, გამოცდილებაც და, რაც მთავარია, მიზანიც, რომ გავხდეთ რეალურად რეგიონში საავიაციო ჰაბი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქვეყანას აქვს ამის პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა. რამდენიმე თვეა, აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო. მინდა, მოკლედ შევაფასო დღეს არსებული აეროპორტი. ალბათ დამეთანხმებით, რომ არ არის დამაკმაყოფილებელი და ვერ უძლებს, შეიძლება ასე ითქვას, ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, იმ ამბიციურ მიზნებს, რომლებზეც ახლა მინდა, გესაუბროთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ და გვაქვს სურვილი, რომ გრძელვადიან პროექტზე იყოს გათვლა. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ხუთი ან ათი წლის განმავლობაში გათვლილი პროექტი და ამიტომ, აქედან გამომდინარე, მინდა, შემდეგი გადაწყვეტილების თაობაზე მოგახსენეთ. ჩვენ დავამუშავეთ ორი ვარიანტი. ერთი იყო არსებული აეროპორტის განვითარება და გაფართოება, მაგრამ ამის თაობაზე უფრო კვალიფიციური სპეციალისტები ისაუბრებენ, ამ აეროპორტს აქვს თავისი მინუსებიც, შეზღუდვებიც და ვერ იძლევა დიდი განვითარების შესაძლებლობას. მით უმეტეს, თუ გვინდა, რომ გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბი, ეს აეროპორტი და მისი ადგილმდებარეობა, ტერიტორია ვერ გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ეკონომიკურ საბჭოზე დავსვით ეს საკითხი, ვიმსჯელეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ თუ გვინდა, ოცი, ორმაცდაათწლიანი და თუნდაც ასწლიანი პერსპექტივით ქვეყანაზე ვიზრუნოთ და ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ სათანადო, ინფრასტრუქტურად გამართული აეროპორტი, აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა. ასეთი ლოკაცია, ასეთი ადგილი თბილისში არის და შეიძლება ითქვას, იდეალურია ამ მიზნით, ეს არის ვაზიანის აეროდრომი, ყოფილი აეროდრომი“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, რამდენიმე თვეა, ახალი აეროპორტის მშენებლობაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

„ჩემი დავალებით, რამდენიმე თვეა, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ კუთხით. ჩვენი სურვილია, ამ პროექტის შესწავლისთვის ჩამოვიყვანოთ საუკეთესო პროექტანტები, მშენებლები, არქიტექტორები. ჯერ კარგად უნდა შევისწავლოთ ეს ადგილი და ამის შემდეგ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. საუბარია თანამედროვე საერთაშორისო კლასის აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება, გახდეს ჰაბი. ეს უნდა იყოს ტრანზიტულ-ლოგისტიკური და თანამედროვე მგზავრზე გათვლილი საერთაშორისო კლასის აეროპორტი. ასევე, ჩვენ საუბარი გვქონდა „კარგო ტერმინალების“ მშენებლობაზე ა.შ. ამის თაობაზე დეტალურად გვექნება განხილვა და ვფიქრობ, ეს არის ძალიან ამბიციური, მაგრამ საჭირო პროექტი ქვეყნისთვის, თორემ, რა თქმა უნდა, არსებული აეროპორტი, რაც გვაქვს, ის დღევანდელ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ თუ გვინდა, დავიგეგმოთ და გრძელვადიან პროექტზე გვქონდეს გათვლა, საჭირო არის ახალი, ამბიციური პროექტის განხორციელება. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით, რომ ქვეყანაში მგზავრთნაკადის თითქმის 30%-იანი მატება გვაქვს ყოველ წელს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. ასევე, საქართველოს აეროპორტებიდან ხორციელდება პირდაპირი ფრენები მსოფლიოს 58 ქალაქში და რეგულარული საჰაერო მიმოსვლა გვაქვს მსოფლიოს 31 ქვეყანასთან. ამიტომ ჩვენ ახლა დავიწყებთ შესწავლას, ჩამოვიყვანთ მსოფლიოში წამყვან საავიაციო-საკონსულტაციო კომპანიებს, ჩავრთავთ მათ, ჩავატარებთ ძალიან დეტალურ კვლევას და ამის შემდეგ უკვე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. თბილისს და ქვეყანას უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge