primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

„თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

  • საზოგადოება
  • 05.06.2023
  • 19:28
„თეგეტა ჰოლდინგის“  მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

3-4 ივნისს 9 აპრილის ბაღში სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ მოეწყო. ღონისძიებაზე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე, მწვანე და სოციალური საწარმოებისგან შემდგარი, 70-ამდე მეწარმის ნამუშევრები და პროექტები იყო წარმოდგენილი.

„მწვანე ბაზრის“ მონაწილეები მთავარმა პრიორიტეტმა - გარემოზე ზრუნვამ გააერთიანა. ფესტივალი „თეგეტა ჰოლდინგსა“ და მასში შემავალი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით გაიმართა. ორდღიანი ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ვორქშოპები და დისკუსია პლანეტის მწვანე მომავალზე, რომელიც „თეგეტა გრინ პლანეტის“ სივრცეში  მოეწყო.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის მიმართულებით. „მწვანე ბაზრის“ მხარდაჭერისას ძირითადი მოტივაცია სწორედ ეს იყო. 9 აპრილის ბაღში ვისაუბრეთ ამ აქტუალური საკითხების შესახებ, ასევე სტუმრებს ვაჩვენეთ წინასწარ მომზადებული ვიდეორგოლი, სადაც კარგად ჩანს ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელობა და მიმართულებები. ჯანსაღი ეკოსისტემის შესაქმნელად „თეგეტა ჰოლდინგი“ Tegeta Green Planet-ის მეშვეობით საავტომობილო ნარჩენებს აგროვებს და გადასამუშავებლად პარტნიორ საწარმოებს აბარებს. „მწვანე ბაზარზე“ მოსულ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, სად შეიძლება მეორადი ზეთის, აკუმულატორისა თუ საბურავის ჩაბარება. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ არის ადგილი, სადაც შესაძლებელია, მეორადი პროდუქტი წაიღოს და ქუჩაში არ გადააგდოს მარტივად. გვჯერა, ნარჩენების დახარისხებითა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მართვით შეგვიძლია, სამყაროსთვის ახალი ღირებულება შევქმნათ“.

ფესტივალის ყველა მხარდამჭერი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია იყო, რომელთაგან თითოეული მწვანე მომავალზეა ორიენტირებული და კონკრეტული პროექტებით წვლილი შეაქვს პლანეტის კეთილდღეობაში. 

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „მწვანე მომავალზე ორიენტირებული პროექტები თეგეტასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა. „მწვანე ბაზრის“ მხარდაჭერით ვფიქრობ შევძელით და კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენი შვილობილი ორგანიზაციის „თეგეტა გრინ პლანეტის“ შესახებ, ვიმსჯელეთ მის საქმიანობასა და განხორციელებულ პროექტებზე.“

„მწვანე ბაზრის“ ორგანიზატორები „ვინტილატორი“ და „ბეთერფლაი“ არიან. „ვინტილატორი“ ძველზმანების ახლებური ისტორიის შემქმნელია. ის მწვანე საწყისებზე დაფუძნებული სოციალური საწარმოა, რომელიც,  ვინტაჟური მიმართულების 8 მარკეტის პარალელურად, მუშაობს ავეჯისა და სამოსის გადაკეთება-შეკეთებაზე, ასევე ქმნის გადაცემას „შეაკეთე“, რომელიც მომხმარებელს  პრაქტიკულ რჩევებს აძლევს, როგორ შთაბერონ ძველ, გამოუსადეგარ ნივთებს ახალი სიცოცხლე.

„ბეთერფლაი“ საკომუნიკაციო პროექტების მართვის მიმართულებით ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც 2008 წლიდან ეხმარება ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს როგორც მცირე, ისე  კომპლექსური საკომუნიკაციო მიზნების ეფექტიანად მიღწევაში.

შოკო ჩაჩუა, „მწვანე ბაზრის“ორგანიზატორი, სოციალური საწარმო „ვინტილატორის“ შემქმნელი: „ჩვენი მიზანი იყო, გაგვეერთიანებინა ადამიანები, კომპანიები, სოციალური საწარმოები, არამეწარმეები, მდგრადი წარმოების წარმომადგენლები და შემდგომში მათი ერთ კომუნად ჩამოყალიბების პრეცედენტი შეგვექმნა, რაც სხვადასხვა სასარგებლო აქტივობას ჩაუყრის საფუძველს. შეზღუდვა გვქონდა იმ თვალსაზრისით, რომ როგორც „მწვანე ბაზრის“ მონაწილეები, ისე ჩვენი პარტნიორები აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულები კორპორაციული პასუხისმგებლობის სხვადასხვა პროექტში, რაღაც სასარგებლოს უნდა აკეთებდნენ გარემოსთვის. მდგრადი პარტნიორების მოძებნა იყო ჩვენი ამოცანა. სწორედ ამ ნიშნით გახდნენ ჩვენი პარტნიორები „თეგეტა ჰოლდინგი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“.

3 და 4 ივნისს 9 აპრილის ბაღში „მწვანე ბაზრის“ სტუმრებს ფერადი, ხალისიანი გარემო, კარგი მუსიკა და უამრავი სასიამოვნო აქტივობა დახვდათ. ღონისძიების ყველა მონაწილეს ჰქონდა საკუთარი გზავნილი სტუმრებთან და ეს გზავნილები ეპასუხებოდა ჩვენი გარემოსთვის საჭირბოროტო სხვადასხვა საკითხს. საუბრების სერია, ვორქშოპები, „თეგეტას“ ზონა, USAID-ისა და გაეროს სპიკერების გამოსვლები თუ საბავშვო აქტივობები საერთო - მდგრადი და მწვანე მიზნების - კონტექსტით იყო გაერთიანებული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge