primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

ამდენი ვიომეთ, ავღანეთში, ერაყში, სისხლი დავღვარეთ და ბოლოს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, მაშინ როდესაც დსთ-ს წევრ მოლდოვას მისცეს, ამაზე ჩვენს უპასუხისმგებლო ოპოზიციას არ ჰქონდა რეაქცია - პრემიერი

  • პოლიტიკა
  • 06.06.2023
  • 14:41
ამდენი ვიომეთ, ავღანეთში, ერაყში, სისხლი დავღვარეთ და ბოლოს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, მაშინ როდესაც დსთ-ს წევრ მოლდოვას მისცეს, ამაზე ჩვენს უპასუხისმგებლო ოპოზიციას არ ჰქონდა რეაქცია -  პრემიერი

ბოლოს მინდა ერთ საკითზე გავაკეთო კომენტარი, ბოლო დღეებია ვუყურებ თქვენს სასოწარკვეთილ ქმედებებს, ე.წ. აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა განცხადებამ ბრატისლავაში, რომელიც  კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე თქვი, რომ უკრაინის სურვილი, ამ დიდი ომის, ერთ-ერთი მიზეზი, ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი იყო უკრაინის სურვილი, რომ გამხდარიყო, თუ გახდეს ნატოს წევრი, კარგად გახსოვთ და შემდეგ ვთქვი, რომ მე არ მინდა, ციტირება მოვახდინო რუსეთის ხელისუფლების, ანუ მათი განცხადებების, კითხვა იყო თუ როგორ ფიქრობთ რატომ დაიწყო და მე ამით ვაჩვენე, ერთი, რომ უკრაინის სურვილი ჰქონდა როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომ გამხდარიყო და გახდეს ევროკავშირის ნატოს წევრი ქვეყანა და მეორე ის იყო, რომ არ მინდოდა მომეხდინა ციტირება. აქვე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ მეორე დღესვე ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი და მან თქვა, რომ ეს ომი, ამ ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ უკრაინას აქვს სურვილი, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ეხლა მე მინდა კითხვა დავუსვა აი ამ ბრძენ კრიტიკოსებს, რომელიც არ ჩერდებიან, ჯობია გაჩერდნენ, უფრო მეტის თქმა შეგვიძლია, მაგრამ არ ვამბობთ. რამდენიმე საათში ქალბატონ ურსულას გამოსვლიდან, ბატონი მაკრონი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა პრაქტიკულად იგივე და ცოტა უფრო მეტიც, ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ მაკრონის განცხადება, რომ უკრაინას და საქართველოს მიეცა პერსპექტივა ნატოში გაწევრიანების, ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რამაც გამოიწვია აგრესია რუსეთის, საქართველოსა და უკრაინაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად ქუთაისში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არასწორი ინტერპრეტირება, დამახინჯება  და არასწორი განცდების შექმნა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს. მისივე განცხადებით, ამ რთულ სიტუაციაში ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა უნდა იფიქროს მშვიდობაზე, მშვიდობის შენარჩუნებასა და სტაბილურობაზე.

„ეხლა მე კითხვა მინდა დავუსვა ყველას, რატომ არ აკრიტიკებენ ბატონი მაკრონის განცხადებას, ან ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას? კითხვა სად რჩება, ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია, რომ იგივე ჩვენს ომთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყოფილა ქვეყნის ევროინტეგრაცია, ეს ყველაფერი არის გამოწვეული იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს არ სურთ რეალურად ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება  და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.

მე ვერაფრით ვხსნი უბრალოდ ამ სიტუაციაში, რთულ, გეოპოლიტიკურ სიტუაციაში რატომ უნდა იყოს დაინტერესებული რომელიმე, ექსპერტი იქნება თუ ყოფილი მთავრობის წევრი, ნებისმიერი ქვეყნის, რატომ  უნდა იყოს დაინტერესებული ამ თემის არასწორი ინტერპრეტირებით და დამახინჯებით  და არასწორი განცდების შექმნით. ეს ემსახურება ერთ მიზეზს და მე ეს არაერთხელ მითქვამს, უბრალოდ მინდა თქვენთვის გავაკეთო კომენტარი. მე ღია საუბარი მქონია მათ შორის ნატოს ხელმძღვანელობასთან, მოქმედთანაც და წინასთანაც, წინა პრემიერ-მინისტრობის დროს. მათთან მქონდა პირდაპირი საუბარი, არ მინდა რომ ამ საუბრის შინაარსი გამოვიტანო, მაგრამ ბუნდოვანი იყო და დღესაც ბუნდოვანია საერთოდ, მე ვეუბნები რომ დღეს ქვეყანას ჯარი ყავს სრულად თავსებადი ნატოსთან. ჩვენ ამდენი ვიომეთ,  ავღანეთში, ერაყში, ყველგან, სისხლი დავღვარეთ და ბოლოს შარშან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, მაშინ როდესაც დსთ-ს წევრ ქვეყანა მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი.

ამაზე თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ჩვენს ამ უპასუხისმგებლო ოპოზიციას არ ქონდა არავითარი რეაქცია. ამაში ჩანს, როგორ იცავენ ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ ამ სიტუაციაში და თქვენ ბოლო მინდა შეგახსენოთ, რომ მემგონი გუშინ, თუ გუშინ წინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს, ბატონმა ზელენსკიმ თქვა, რომ თუ რეალური დაპირება არ იქნება, უკრაინაც ვერ ხედავს აზრს, რომ დაესწროს ვილნიუსის სამიტზე.  ეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაა. ამაზე უნდა გააკეთოთ თქვენ ეს სიუჟეტები და არა ყალბ მოგონილ ამბებზე. აი ეს იქნება ჩემი რჩევა.

ამ რთულ სიტუაციაში ჩვენს ქვეყანას უნდა ვუსურვოთ მშვიდობა, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა უნდა იფიქროს მშვიდობაზე, მშვიდობის შენარჩუნებასა და სტაბილურობაზე, ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მიუხედავად ძალიან ბევრი შიდა მტრების ,თუ გარე მტრების სურვილებისა,“- განაცხადა პრემიერმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge