png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის- EU4Business EBRD-ის საკრედიტო ხაზზე Cashback-ის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს

  • საზოგადოება
  • 07.06.2023
  • 11:01
საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის- EU4Business EBRD-ის საკრედიტო ხაზზე Cashback-ის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს

საქართველოს ბანკი, ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, ბიზნესების მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით პროექტების განხორციელებას აგრძელებს. პარტნიორობის ფარგლებში EU4Business EBRD-ის საკრედიტო ხაზზე  Cashback-ის პროგრამა წარმატებით ხორციელდება.

ინიციატივის ფარგლებში მცირე, საშუალო და დიდი ზომის ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ დაფინანსება და Cashback-ის სახით  და უკან დაიბრუნონ ინვესტირებისთვის გაცემული თანხის 15%-მდე.

პროექტის მიზანია ქართული ბიზნესისთვის ინვესტირების მხარდაჭერა, პროდუქტის ხარისხის ამაღლება და ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტებთან შესაბამისობა.

ბიზნესებს პროგრამაში მონაწილეობენ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქმიანობა ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს მოიცავს:

სოფლის მეურნეობა (მეცხოველეობა, მეფრინველეობა, კულტურების მოყვანა);

სურსათის წარმოება (საკვების ან  სასმლის წარმოება, ხილ-ბოსტნეულის დამუშავება; რძის პროდუქტების წარმოება) 

სხვადასხვა სახის ბიზნესი (ტექსტილის, ქსოვილების, მინის, ავეჯის და სხვა ტიპის პროდუქციის წარმოება, განახლებადი ენერგიის წარმოება).

მონაწილე კომპანიების შერჩევის პროცესში უპირატესობა „მწვანე ბიზნესს“ ენიჭება, რომლებიც დაფინანსების შემდეგ პროდუქტის წარმოებაზე ნაკლებ ელექტროენერგიას ხარჯავენ, ან არსებული ენერგიით უფრო მეტი პროდუქციის წარმოებას ახერხებენ. ასევე, თუ კომპანიები დანადგარებს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით ანაცვლებენ.

„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ერთგულ პარტნიორთან - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან  (EBRD) ერთად მნიშვნელოვან პროექტს უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივა ქართული ბიზნესების მხარდაჭერისა და  პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. პროგრამის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მონაწილე კომპანიები საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფისგან სრულყოფილ ტექნიკურ კონსულტაციებს იღებენ. ძირითადი საშუალებების, ახალი დანადგარების შეძენას, საწარმოო თუ სასაწყობე შენობების გარემონტებას და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებას კი საინვესტიციოდ მიღებულ ფინანსებით ახორციელებენ. პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა იმ ბიზნესებსაც აქვთ, რომლებიც სხვა მსგავს პროექტებში უკვე ჩართული არიან“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.

Cashback პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge