png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკმა და TBSC კონსალტინგმა საქართველოში მეოთხე ბიზნეს ქეისების კონკურსი ჩაატარეს

  • საზოგადოება
  • 09.06.2023
  • 13:00
საქართველოს ბანკმა და TBSC კონსალტინგმა საქართველოში მეოთხე ბიზნეს ქეისების კონკურსი ჩაატარეს

სხარტი, კრეატიული და კრიტიკული აზროვნების მქონე ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკისა და TBSC კონსალტინგის ორგანიზებით, წელს ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი მეოთხედ გაიმართა, რომელში მონაწილეობაც 12 უნივერსიტეტის 400-მდე სტუდენტმა მიიღო.

ღია რაუნდი თბილისსა და ქუთაისში პარალელურად ჩატარდა, სადაც 22 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოვლინდა. ისინი ერთმანეთს მათთვის წინასწარ მიცემული ჰარვარდის ბიზნეს ქეისის ანალიზსსა და საუკეთესო, კრეატიული და ეფექტური რეკომენდაციების შემუშავებაში ეჯიბრებოდნენ.

დავალების ფარგლებში მონაწილეებს ელექტრო საქონლის საბითუმო სავაჭრო კომპანია Jones Electrical Distribution Company-სთვის უნდა შეექმნათ გადაწყვეტა, რომელიც ელექტრო საქონლით ამარაგებდა სამშენებლო კომპანიებს და მომგებიანობის მიუხედავად, გაყიდვების სწრაფი ზრდის გამო ფულადი სახსრების დეფიციტს განიცდიდა.  აღნიშნული ქეისის შესწავლამ სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, მოემზადებინათ ფინანსური პროგნოზი და თანაფარდობის ანალიზი, რათა რეკომენდაცია გაეწიათ გადაწყვეტილებებისთვის, არსებული ალტერნატივების საფუძველზე.

საკუთარი იდეები მონაწილეებმა ჟიურის წევრებს წარუდგინეს, რომლის შემადგენლობაშიც  საქართველოს ბანკისა და სხვადასხვა წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ.

პრეზენტაციის შემდეგ, ჟიურიმ 8 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოავლინა, რომლებიც 24 ივნისს ფინალურ ტურში მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდები ფულადი პრიზებით - 11 000, 6 000 და 3 000 ლარით - დაჯილდოვდებიან.

„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ახალგაზრდების მხარდაჭერას და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ისეთი ინიციატივების განხორციელების პროცესში, რომელიც სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. ერთ-ერთ ასეთ პროექტს ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში, სტუდენტები მუშაობენ ისეთ ბიზნეს ქეისებზე, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები საკუთარ სასწავლო პროცესებში იყენებენ, შესაბამისად, ისინი იღებენ მნიშვნელოვან ცოდნას და ივითარებენ საჭირო უნარ-ჩვევებს. ამასთან, ქეისებზე მუშაობის დროს ისინი ირგებენ სხვადასხვა კომპანიაში გადაწყვეტილების მიმღები პირების როლს და მუშაობენ განსხვავებულ სცენარებზე, რათა შეიმუშაონ კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევის გადაჭრის ყველაზე ეფექტური და ოპტიმალური გზა“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის და TBSC კონსალტინგის თანამშრომლობის ფარგლებში, ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი ყოველწლიურად იმართება. კონკურსში მონაწილეობა უკვე 1000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge