png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბრიუსელის სავარძლიდან, კომფორტში მოწყობილები გველაპარაკებიან ბავშვური არგუმენტებით - შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე

  • პოლიტიკა
  • 09.06.2023
  • 18:31
ბრიუსელის სავარძლიდან, კომფორტში მოწყობილები გველაპარაკებიან ბავშვური არგუმენტებით - შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  ევროპარლამენტარების შეფასებები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლო და ზედაპირულია.

"სანქცია დაწესებული იყო რუსეთის მხრიდან და ჩაკეტილი იყო ფრენები. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ეს სანქცია მოხსნა, აღდგა ძველი რეჟიმი, რაც გულისხმობს რომ აღდგა ის ჩარჩო-შეთანხმებები, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ 2010 წელს იყო გაფორმებული და ამ ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში კომპანიებმა რა თქმა უნდა მიმართეს შესაბამის ინსტიტუტებს ფრენების განხორციელების მიზნით. 

როდესაც საუბრობენ რომ თანხმობა იყო საჭირო, რა თქმა უნდა, თუკი საქართველო სანქციას დაუწესებდა, ეს იყო გზა, რომ არ დაგვეშვა ორმხრივი ფრენები. მაგრამ, ამ ადამიანებს მინდა ვკითხო, ვინც ბრიუსელის სავარძლიდან, კომფორტში მოწყობილები გველაპარაკებიან ამ ბავშვური არგუმენტებით, საქართველომ უნდა დაუწესოს თუ არა ორმხრივი სანქციები რუსეთს და ამით მოახდინოს ესკალაცია ურთიერთობის.

ეს აჩვენებს უპასუხისმგებლობას ამ ადამიანების შეფასებებისა და ზედაპირულობას," - ამბობს პაპუაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge