primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

დღევანდელი მმართველობა არის რუსეთის მიერ ხელდასმული და მათი დასანქცირების გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრების გაგრძელება, დევიდ ო’სალივანის ვიზიტი არის კიდევ ერთი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებისთვის - პეტრე ცისკარიშვილი

  • კომენტარები
  • 26.06.2023
  • 13:48
დღევანდელი მმართველობა არის რუსეთის მიერ ხელდასმული და მათი დასანქცირების გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრების გაგრძელება, დევიდ ო’სალივანის ვიზიტი არის კიდევ ერთი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებისთვის - პეტრე ცისკარიშვილი

„დევიდ ო’სალივანის ვიზიტი არის კიდევ ერთი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებისთვის.  დღევანდელი მმართველობა არის რუსეთის მიერ ხელდასმული, მათი მარიონეტები და მათი დასანქცირების გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრების გაგრძელება,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.

პეტრე ცისკარიშვილი გამოეხმაურა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის ვიზიტს თბილისში.

„აქ უნდა გვესმოდეს მთავარი, რომ „რუსული ოცნების“, ამ ქოცების პირველადი რეფლექსი, როდესაც რუსეთს სანქციები დაუწესდა იყო ორი რაღაც, დიდი ფულის შოვნის შესაძლებლობა და ფულის კეთება სანქციების გვერდის არიდებაზე და მეორე პუტინისთვის ესიამოვნებინათ პოლიტიკურად და ეკონომიკურად, რომ აი ჩვენ შენს გვერდით ვართ შენ გეხმარებით მაშინ, როდესაც ცივილიზებული სამყარო შენს წინააღმდეგ წავიდა. ამ ორი მიმართულებით ქოცების ინსტინქტი იყო ფულიც აკეთო და პუტინსაც ასიამოვნო. ხოლო მათ არ ესმით, დღემდე არ ესმით დიდი თამაშის გეოპოლიტიკური კონტექსტი რომ ეს ადამიანი დიქტატორი პუტინი ომის დასრულებას არ აპირებს იმიტომ რომ, ის მხოლოდ მაშინ დაასრულებდა ომს თუ გაიმარჯვებდა შესაბამისად ის ვერ გაიმარჯვებს ამ ომში და მის ინტერესშია, რომ  რაც შეიძლება დიდხანს გაიწელოს ეს ომი იმიტომ რომ, სხვანაირად მომავალ წელს მას მარტში არჩევნები აქვს და ის დამარცხდება. ომის პირობებში შეუძლია გაყიდოს, რომ აი მთელი მსოფლიო გვებრძვის მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ არის ჩვენ ბრძოლაში ვართ ჩვენ ომში ვართ და მხარი დაუჭირეთ უმაღლეს მხედართმთავარს და დიქტატორ პუტინს. ამას გაყიდის და ამ ვითარებაში და ამ მოცემულობაში მას შეუძლია ჯერ კიდევ თეორიული შანსი აქვს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და არჩევნები ბრჭყალებში მოიგოს. ხოლო თუ ის დამარცხდება და რეჟიმი შეიცვლება მაშინ ომი დამთავრდება.  ამისთვის იბრძვის ცივილიზებული სამყარო. ცივილიზებული სამყაროს სწორედ ეს უნდა რომ ომი დასრულდეს. ომის დასასრულებლად  არარის საკმარისი სამხედრო მოქმედებები და ბრძოლის ველზე უკრაინელების გმირობა. ამას სჭირდება სხვა ატრიბუტებიც სჭირდება სხვა მიმართულებებიდან შეტევა პუტინის რეჟიმზე და ერთ-ერთი მთავარი ასეთი ინსტრუმენტი არის სანქციები, რომელიც დაუწესდა და გამოჩნდა აქ ქოცების მიერ შექმნილი პატარა შავი ხვრელი, დერეფანი, რომელიც ამ სანქციების გვერდის არიდებაში ხელს უწყობს პუტინს. კიდევ ერთხელ ვამბობ ორი მიზეზით ორად ორი მთავარი მიზეზით დიდი ფულის კეთების შანსი აქვთ და აკეთებენ და პუტინს პოლიტიკურად აძლევენ შესაძლებლობას რომ თქვას, რომ საქართველო ჩვენს გვერდში დგას“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მისი თქმით, სანქციები არის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი და იმისთვის, რომ პუტინის რეჟიმი დამთავრდეს.

„ასეთი მაღალი დონის წარმომადგენლობითი დელეგაცია, როდესაც ჩამოდის მართლაც საქმიანად ჩამოდის. მე დარწმუნებული ვარ მტკიცებულებებიც აქვთ უბრალოდ ამას არ ასაჯაროებენ და ეს მტკიცებულებები არ ეხება მხოლოდ, რა თქმა უნდა, პარალელურ  იმპორტზე ზეთი შემოვიდა აქედან კოკა-კოლა  გავიდა. ამაზე არ არის საუბარი აქ არის ელექტროჩიპებზე, ნახევარ გამტარებზე და სავარაუდოდ ალბათ იარაღის ტრანზიტზეც კი რომელიც ირანიდან გადაადგილდება და მიდის რუსეთის მიმართულებით. ესეთ მსხვილ მტკივნეულ მნიშვნელოვან ჩამონათვალზე და პროდუქციაზე იქნება აუცილებლად საუბარი და ამიტომ ჩამოდიან ისინი, რომ ძალიან მკაცრად ელაპარაკონ რუსული ოცნების ქართველ წარმომადგენლებს, რომ ესე გაგრძელება არ შეიძლება. სანქციები არის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი და ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პუტინის რეჟიმი დამთავრდეს თუ პუტინის რეჟიმი არ დასრულდება, ომიც ვერ სრულდება. შესაბამისად, ის უსაშველოდ ბოლომდე ეცდება, რომ გაწელოს როგორც მინიმუმ მომავალი წლის გაზაფხულამდე, როდესაც მას არჩევნები აქვს. ომის პირობებში კამპანიის წარმოება გაცილებით მარტივია პუტინისთვის და ძალაუფლების შენარჩუნება, ვიდრე დამარცხებულზე, ეს ყველას ესმის. ამ დამარცხებისთვის უკრაინელების საბრძოლო გმირობის მიღმა აუცილებელია, რომ ბოლომდე მუშაობდეს სანქციების ინსტრუმენტი რაც ვერ შედის ძალაში და ვერ არის ეს გამოყენებული პუტინის წინააღმდეგ, სანამ ქოცები არსებობენ და მას ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლაში“ - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება არის რუსეთის მიერ ხელდასმული, და მათი დასანქცირების გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრების გაგრძელება.

მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად იქნება ასეთი სანქციები უბრალოდ მთავარი კიდევ ერთხელ ვამბობ დასავლეთი, შეერთებული შტატები უყურებს დიდ გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფას, იმიტომ რომ ბოლო ოცდაათი, ოცდათორმეტი წლის განმავლობაში, როდესაც საქართველო მოიაზრება შენს პარტნიორ სახელმწიფოდ და ჩვენ რომ ვამბობთ ხოლმე ჩვენს დასავლელ მეგობრებზე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. აქამდე ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ასე გვიყურებდნენ, რომ საქართველო არის ჩვენი გეოპოლიტიკური და სტრატეგიული პარტნიორი უბრალოდ ისე მოხდა რომ საქართველოში დღეს მმართველ რგოლში არიან რუსეთის წარმომადგენლები და ამის ბოლომდე აღქმა, გაგება, გააზრება და ამასთან შეგუება დასავლეთს უჭირს. მაგრამ ეს დელეგაციები სწორედ იმიტომ ჩამოდიან კიდევ ერთხელ გაფრთხილებას ყვითელ ბარათს აძლევენ, რომ საბოლოოდ დარწმუნდნენ იმაში, რომ კი, საქართველო როგორც სახელმწიფო, ქართველი ხალხი მომავალშიც იქნება დასავლეთის გეოპოლიტიკური სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ დღევანდელი მმართველობა არის რუსეთის მიერ ხელდასმული, მათი მარიონეტები და მათი დასანქცირების გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრების გაგრძელება. ამ დასკვნამდე მე  დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები საბოლოო ჯამში მივლენ,” – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge