primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ყველა უნდა ოცნებობდეს, რომ მივიღოთ სტატუსი, თუმცა, ოპოზიცია დარბის ბრიუსელში, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალოს - კახა კალაძე

  • კომენტარები
  • 26.06.2023
  • 15:51
ყველა უნდა ოცნებობდეს, რომ მივიღოთ სტატუსი, თუმცა, ოპოზიცია დარბის ბრიუსელში,  რომ ამ პროცესს ხელი შეუშალოს - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციონერები ქვეყნის ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგებიან და უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. ამის შესახებ მან მედიასთან თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ყველა უნდა ოცნებობდეს იმაზე, რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი, თუმცა, ოპოზიცია ამისთვის არაფერს აკეთებს და მხოლოდ ხელის შეშლას ცდილობს.

„ეს ადამიანები არიან ამ ქვეყნის მომავლის მტრები, პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. არანაირი დემოკრატიული ღირებულება და ფასეულობა არ გააჩნიათ. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტები აქვთ, არიან ფარისევლები. არც თავიანთ თავს ეკუთვნიან, არც ამ ქვეყანას. ისინი გავლენის აგენტები არიან, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში დაბადებული, გაზრდილი ადამიანი, ვისაც სამშობლო უყვარს, შეეწინააღმდეგოს ქვეყნის ევროპულ მომავალს, თუნდაც სტატუსის მიღებას.

ჩვენ ამ სტატუსს ვიმსახურებდით. ყველანაირი მაჩვენებლით წინ ვართ იმ ქვეყნებზე, ვისაც მისცეს და ჩვენ არასამართლიანად მოგვექცნენ, ყველას უნდა ჰქონდეს ბრაზი. არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში ხარ თუ ოპოზიციაში, უნდა გქონდეს ბრაზი, რადგან საქართველო ამ სტატუსს იმსახურებდა. ყველა უნდა ოცნებობდეს იმაზე, რომ მივიღოთ ეს სტატუსი. ამისთვის ორივე მხარე ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ. თუმცა, ოპოზიცია დარბის ბრიუსელში, კაბინეტებში, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალონ. ასე იქცეოდნენ ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების დროს და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციონერების განცხადებები და დამოკიდებულება საქართველოს ევროპულ მომავალს ხელს ვერ შეუშლის.

„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს რეალობას, ხედავს ამ ადამიანებს, თუ რა განცხადებებს აკეთებენ, რა დამოკიდებულება აქვთ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. თუმცა, ეს ყველაფერი ხელს ვერ შეუშლის იმ რთულ გზას, რომელზეც ვდგავართ. ევროპული მომავალი ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge