უცნობმა მამაკაცმა იეჰოვას მოწმეებს მოძრავი სტენდი დაუმტვრია და ადგილიდან მიიმალა
- სამართალი
- 10.03.2016
- 17:03
ქუთაისში ე.წ. სტეკლოტარას დასახლებაში უცნობმა მამაკაცმა იეჰოვას მოწმეებს მოძრავი სტენდი დაუმტვრია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
როგორც იეჰოვას მოწმეების იურისტი მანუჩარ ციმინტია ამბობს, მამაკაცმა 2 ქალს, რომლებიც მოძრავ სტენდთან მუშაობდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მიიმალა.
ერთ-ერთი თვითმხილველი რუსთავი 2-ს დაუკავშირდა. მისი თქმით, ადგილზე პოლიციაც მივიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200